გიორგი შერმადინს "ოლიმპიაკოსთან" თამაში არ წაუვიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-2 ტურში ქართველი ლეგიონერის გიორგი შერმადინის "უნიხაკა" სტუმრად "ოლიმპიაკოსს" შეხვდა და 75:80 დამარცხდა.

სტუმრები მთელი მატჩის მანძილზე მდევრის როლში იყვნენ, შეხვედრის ბოლოს მოახერხეს სხვაობის 3 ქულამდე შემცირება, თითქოს თამაშიც შემოატრიალეს, მაგრამ მეტოქის საბოლოოდ გატეხვა ვერ შეძლეს და წააგეს.

რაც შეეხება გიორგის, მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, მაგრამ რადგან ჩვეულად ვერ გაისარჯა, შეცვალა, მეორე ტაიმში ისევ შეუშვა მოედანზე და რამოდენიმე წუთის შემდეგ ისევ სათადარიგოთა სკამზე დააბრუნა. განსაკუთრებით გაუჭირდა შერმადინს შეტევაში თამაში, სადაც სწრაფმა მეურვეებმა გასაქანი არ მისცეს. მისი მონაგარი 1
5 წუთში 5 ქულა და 5 მოხსნაა.

მე-3 ტურში მალაგური გუნდი გასვლაზე უქულოდ მყოფ გერმანულ "ბროსე ბასკეტსს" ხვდება, რომელიც 19 ოქტომბერს სტუმრად "პანათინაიკოსთან" 83:93-ზე დამარცხდა.

შეგახსენებთ, პირველ ტურში "უნიხაკამ" სახლში "ფენერბახჩეს" 68:67 სძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული