10 საინტერესო ფაქტი თორნიკე შენგელიას შესახებ

AutoSharing Option
"ბასკონიას" ფორვარდი თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

შენგელია გამოირჩევა მოედანზე აქტიური თამაშით და მისგან მუდმივად ველოდებით პარკეტზე აფეთქებებს.

მისი საკალათბურთო კარიერა უამრავი საინტერესო დეტალისგან შედგება და 26 წლის ფორვაღდს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.

გთავაზობთ 10 ყველაზე საინტერესო ფაქტს საქართველოს ნაკრების ფორვარდის შესახებ.

10. თორნიკე შენგელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობს, მისი საშუალო მონაგარი 12.2 ქულა, 5.3 მოხსნა და 1.7 პასია.

9. თორნიკე შენგელიამ NBA-ში 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა ("ბრუკლინ ნეტსში"-36, ჩიკაგო ბულსი"-9). თოთოეულ თამაშში დაახლოებით 5.5 წუთს
თამაშობდა და მისი საშუალო მონაგარი 1.3 ქულა იყო.

8. თორნიკე შენგელია ამერიკისგან განსხვავებით, ევროლიგაზე ბევრად უკეთესად გამოიყურება. 65 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, დაახლოებით 21.2 წუთს თამაშობს და საშუალოდ 10.7 ქულას აგდებს.

7. ფავორიტი კალათბურთელი კევინ დურანტია. კალათბურთის გარდა თორნიკეს ფეხბურთის ყურებაც უყვარს და მისი ფავორიტი კლუბი "ჩელსია".

6. თორნიკე შენგელია თავისუფალ დროს "ფლეისთეიშენით" ერთობა და მისი ფავორიტი თამაშებია : "NBA" და "Call of Duty".

5. თორნიკე NBA-ს დრაფტის საღმოს ასე იხსენებს: "დრაფტის საღამო იყო ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ჩემს ცხოვრებაში. თითქოს ყველა გუნდი დაინტერესებული იყო ჩემით, მაგრამ მოთამაშეების არჩევის დრო რომ მოვიდა, სხვების არჩევა დაიწყეს. დავიწყე უკვე იმაზე ფიქრი, რომ ევროპაში უნდა დავბრუნებულიყავი და რა გუნდში უნდა მეთამაშა. უცებ კამერამ მომანათა, სცენაზე ასვლა და ხელის ჩამორთმევა არ მახსოვს, იმდენად ემოციური მომენტი იყო. პირველი ამ დროს რაც გავაკეთე, წამოვდექი და მამაჩემს ჩავეხუტე. ჩემს გვერდით იყო ზაზა ფაჩულიაც."

4. თორნიკე შენგელიას ოჯახის წევრები კალათბურთელები იყვნენ. მამა საბჭოთა ნაკრებში ასპარეზობდა, დედა ეროვნულ ლიგაში თამაშობდა. მისმა დამ ვერ შეძლო პროფესიონალური კარიერის დაწყება, რადგან საქართველოში ქალთა კალათბურთის გუნდები აღარ იყო.

3. 2012 წელს FIBA-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, თუ ვინ იყო საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი ევროპაში? თორნიკე შენგელიამ თითქმის 28 000 ხმა დააგროვა და გულშემატკივართა რჩეული გახდა. მაგრამ, ექსპერტებმა გადაწყვიტეს, რომ FIBA-ს საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელის სტატუსი იონას ვალანჩიუნასისთვის მიეცათ.

2. 2015 წელს ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში "ბასკონია" "ბილბაოს" მასპინძლობდა. ყველაფერი "ბილბაოს" შეტევას მოჰყვა, რომელიც ტოდოროვიჩმა ჩატენვით ვერ დააგვირგვინა - შენგელიამ იგი წესის დარღვევით შეაჩერა. პირით ხაზთან მდგომ თოკოს ტოდოროვიჩი აგრესიულად მივარდა და მკერდით დაეჯახა. ქართველი შებრუნდა და მეტოქეს გვარიანად უთავაზა.  შედეგად ორივე გუნდის თანაგუნდელებს შორის ჩხუბი მოყვა.

რაც არის საინტერესო ამ ფაქტში, ჩხუბის დასრულების შემდეგ თორნიკე ტრიბუნასთან მდგომ ბავშვთან მივიდა და მოუბოდიშა.

- შენგელია დიდ ბასკურ ჩხუბში - თორნიკემ ორი მეტოქე გალახა [VIDEO]

1. The Wedding Guy - სოციალურ ქსელში ესეთი გვერდი არსებობს. ამ გვერდის ადმინი ცდილობდა ფული შეეგროვებინა, საქართველო შემოევლო და ვიდეოები გადაეღო. სამწუხაროდ ამ ბიჭმა  ვერ შეძლო შეეგროვებინა საკმარისი თანხა.

თორნიკე შენგელია ამ ადამიანს დაუკავშირდა, ფული აჩუქა და სთხოვა, რომ ეს საჯაროდ არ განეცხადებინა, თუმცა ვერ მოითმინა და სასიხარულო ამბავი ყველას გააგებინა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩამო რა ბრუკლინში
თუ ძმა ხარ,
Brooklyn
22:29 21-10-2017
0
აი ეხლა კი ნამდვილად დაჭირდება თორნიკე ბოსტონს.. დარჩა ლებრონი ისევ უკონკურენტოდ აღმოსავლეთში რა მოუვიდა საწყალ ჰეივარდს იმედია ფლეიოფისთვის დაბრუნდება(((
effe
11:54 18-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული