დუდა სანაძე "პისტოიას" სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა

AutoSharing Option
იტალიური სერია "ა"-ს მე-3 ტური დუდა სანაძის გუნდმა დახურა. ბოლო შეხვედრაში სანაძის "ფლექს პისტოია" სტუმრად შეხვდა "კრემონეს" და 15 ქულით წააგო - 77:92. ეს გახლდათ პისტოიელთა პირველი მარცხი მიმდინარე სეზონში.

პირველად მოხდა, რომ სანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. ქართველმა მსროლელმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და 26 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

დუდამ 5-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

შეხვედრის გმირი კრემონელთა
ამერიკელი ლეგიონერი დარიუს ჯონსონ-ოდომი გახდა, რომელმაც 28 წუთში 37 ქულა ჩააგდო.

ამ წაგებით სანაძის გუნდმა ცხრილში მე-7 ადგილამდე ჩაინაცვლა. მომდევნო ტურში, 22 ოქტომბერს, "პისტოია" შინ "სიდიგას აველინოს" შეხვდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
დუდა,მანუ,ნაწილონრივ დიკსონიც,ჩვენი მსროლელები ძალიან დაბალი პროცენტთ ისვრიან კალათში
სოსო
16:10 16-10-2017
0

სიახლეები პოპულარული