მარკოიშვილის 7 ქულა, 7 პასი და 67:77 მარცხი "სასარისთან"

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ“ იტალიის სერია A-ში მორიგი მატჩი გამართა და კვლავ უშედეგოდ. ჩემპიონატის რიგით მესამე მატჩში მარკოიშვილის გუნდი სტუმრად სარდინიულ "სასარის“ შეხვდა და 10 ქულით - 67:77 დამარცხდა.

ქართველი უკანახაზელი მოედანზე ყველა დანარჩენ მოთამაშეზე მეტხანს - 34 წუთი იმყოფებოდა. მარკოიშვილმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 7 ქულას 4 მოხსნა და 7 პასი წაამატა. მანუჩარმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“რეჯიო ემილია” ჩემპიონატში პირველი გამარჯვების მოპოვებას 22 ოქტომბერს ეცდება,
როდესაც “კაპო დ’ორლანდოს” უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული