გოგა ბითაძის 12 ქულა და 14 მოხსნა "ოლიმპიასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 წლის გოგა ბითაძე კვლავ საუკეთესოა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი სერბული "მეგა ბიმაქსის“ ღირსებას იცავს და ამ გუნდის ლიდერია. ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში ბიმაქსელებმა ბელგრადში სლოვენიურ "ოლიმპიას“ უმასპინძლეს და 77:86 დამარცხდნენ.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 28:47 წუთში ორმაგი დუბლი - 12 ქულა, 14 მოხსნა, 1 პასი და 3 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 14-დან 6 ოქრულიანი ჩააგდო, 1 სამიანი და 2 საჯარიმო კი ააცილა. საერთო სარგებლიანობით ნიკოლა რებიჩთან ერთად (18 ქულა) ბითაძე ბელგრადელთაგან საუკეთესო იყო.

4 ტურის შემდეგ
"მეგა ბიმაქსს“ 2 მოგება და 2 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 21 ოქტომბერს, მონტენეგროში, პოდგორიცეს "ბუდუჩნოსტთან“ გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გუნდის ასაკი ნახეთ,ერთია 31 წლის,ერთი 25 წლის,ერთი 23 წლის და დანარჩენები კიდევ უფრო ახალგაზრდები არიან.ეტყობა ეგ არის კლუბის პოლიტიკა.
სოსო
16:01 16-10-2017
0

სიახლეები პოპულარული