კალათბურთი

ლეგიონერები

გიორგი ცინცაძის 18 ქულა და "პოლიტეხნიკას" მორიგი მარცხი

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძემ კვლავ წარმატებულად ითამაშა, თუმცა მისი გუნდი რუმინეთის ჩემპიონატში კვლავ დამარცხდა.

"პოლიტეხნიკა" ამჯერად ქალაქ გალაცის "ფენიქსს" ესტუმრა და 9 ქულით - 70:79 დამარცხდა.

ცინცაძემ ისევ კაპიტნის სამკლავურით ითამაშა და მოედანზე გატარებულ 36:44 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 4-ვე ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

"პოლიტექნიკა" სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 ოქტომბერს, ისევ სტუმრად,
"ორადეას" წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით