17 წლის ბუბუ ჟღენტი კარიერას იტალიურ "აგრიჯენტოში" განაგრძობს

AutoSharing Option
17 წლის ბუბუ ჟღენტი კარიერას იტალიურ "აგრიჯენტოში" განაგრძობს. იგი საკალათბურთო კლუბ "აკადემიაში" თამაშობდა, საიდანაც გასულ სეზონში იტალიაში გადავიდა, წლეულს კი სიცილიაზე იასპარეზებს.

ბუბუ ჯერ საქართველოშია და გასამგზავრებლად ემზადება.

"გასულ სეზონში სერია B-ს გუნდში ვიყავი, ამ ლიგაში კი არაიტალიელებს თამაშის უფლება არა აქვთ. ახალი სეზონიდან "აგრიჯენტოში" განვაგრძობ კარიერას, სერია A2-ის გუნდია და თამაშის უფლებაც მექნება. ამასთან, თანატოლების პირველობაზე ასაკობრივ გუნდში ვითამაშებ", - გვითხრა ბუბუ ჟღენტმა.

2017-18 წლების სეზონში ბუბუ "ისერნიაში" თამაშობდა. გარდა გუნდური ვარჯიშებისა, ინდივიდუალურადაც ემზადებოდა. ახალგაზრდულ ჩემპიონატში კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო: საშუალოდ 21 ქულა, 4.4 პასი, 3 მოხსნა. თამაშობდა როგორც მსროლელის, ასევე გამთამაშებლის პოზიციებზე.

"განვლილი სეზონი ძალიან სასარგებლო იყო, შეიძლება ითქვას, საკალათბურთო რეჟიმით ვცხოვრობდი. წლეულსაც ძველ გუნდში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ჩემმა სერბმა აგენტმა ახალი ვარიანტი გამომინახა. პირობები აქამდეც კარგი მქონდა, თუმცა "აგრიჯენტოში" კიდევ უკეთესი იქნება. სიცილიურ კლუბში თამაში ჩემი კარიერისთვისაც უმჯობესი იქნება", - აცხადებს ბუბუ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
jer erti bubus moferebit edzaxian da araa bubu.kaxa,kaxaberi kvia.ai jurnalistebma bubu ratom daceret ar vici. rac sheexeba kaxas carmatebebi am bavshvs. kargi da nichieri kalatburtelia
Sioguni
11:41 15-10-2017
0
რა თქვენი საქმეა მშობელი შვილს რას დაარქმევს, ზიხარ კლავიატურასთან და უტრაკებ სხვებს, შვილს იმ სახელს რატომ არქმევ შენ რაც გინდაო ...
დათო
20:35 12-10-2017
1
კიდევ კარგი ბასტი-ბუბუ არ დაარქვეს
1
bubu ra saxelia, daarqvit wesieri saxelebi shvilebs.
1
სიახლეები პოპულარული