მაიკლ დიქსონმა ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში 21 ქულა მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფიბას ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული დებიუტი ჰქონდა მაიკლ დიქსონის "სტრასბურს".

ფრანგულმა კლუბმა ლუბლიანის "ოლიმპიას" უმასპინძლა და საქართველოს ნაკრების წევრის დიდი თანამონაწილეობით იმარჯვა.

შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით - 83:69 დასრულდა, მაიკლ დიქსონი კი ყველაზე შედეგიანი გახლდათ. მაიკლმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ არასრულ 24 წუთში 21 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

მაიკლმა 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც
ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

"სტრასბური" ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს, გერმანიაში, "ბაიროითის" წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელმაც გუშინ პოლონეთში "როსა რადომს" 96:79 სძლია.

ზემოხსენებულ გუნდებთან ერთად "სტრასბურის" ჯგუფში არიან: ესპანური "ესტუდიანტესი", იტალიური "ვენეცია", თურქული "ბანვითი" და ბერძნული აეკ-ი.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული