გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტზე?

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების 18 წლის წევრ გოგა ბითაძეს ახალ სეზონში სერბული "მეგა ბემაქსის" რიგებში დიდებული სტარტი გამოუვიდა.

სერბულმა გუნდმა ადრიატიკის ლიგა 2 მოგებითა და 1 მარცხით დაიწყო. ამ სამ შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე სწორედ ბითაძე იყო, რომელიც პირველ გუნდში ამ სეზონის წინ გადაიყვანეს და პროფესიონალებში პირველ სრულფასოვან სეზონს ატარებს.

Gigantes.com ამტკიცებს, რომ ქართველი კალათბურთელი, რომელიც ზაფხულში Adidas Next Generation-ის ტურნირში მონაწილეობდა, სულ მალე კარიერას NBA-ში გააგრძელებს.

"მისი გვარ-სახელი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ NBA-ს 2018 წლის დრაფტისათვის. მეტიც, სავარაუდოდ, მას პირველ
წრეში აირჩევენ. 210-სანტიმეტრიანი სიმაღლის ცენტრი ფარქვეშ დომინირებს. მას შეუძლია სროლა ნებისმიერი პოზიციიდან, მათ შორის, სამქულიანებისაც", - წერს საიტი.

ბითაძე სეზონის პირველ სამ თამაშში საშუალოდ 16,3 ქულასა და 6,3 მოხსნას აკეთებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი 18 ქულა "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ თამაშში.

აქვე გეტყვით, რომ Eurobasket.com გოგა ბითაძეს ევროპელ ტალანტებში მე-14 ადგილს ანიჭებს 1999 წელს დაბადებულთა შორის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ყოჩარ მაგარი ბიჭია იმედით ვართ განჭყობილი, ისე იქნებ ვინმემ იცოდეს და მიპასუხოს რატომ მოექცნენ ასე ცუდად ცქიტიშვილს , რატომ მოგვაკლეს ეს უდაოდ ტალანტი კალათბურთელი.
ზურაბი,
17 ოქტომბერი 2017 22:24
0
არამგონია ჩვენზე ნაკლებად იცოდეს ამის ნბაში წამყვანმა კალათბურთი უბრალოდ ზოგი ეწყობა ნბას და ზოგი ვერა.ძაან ბევრი ძლიერი მოთამაშე ბრუნდება ხოლმე ევროპაში იქედან ვერ ეწყობიან სიტუაციას და მეტი არაფელი.ვუსურვებ ფაჩულიას გზა გაევლოს და დიდი კალათბურთი ეთამაშოს.
ზაზა
13 ოქტომბერი 2017 12:55
0
ძალიან დიდი ტალანტია გოგა, მის თამაშს ვბალეშიკობ, მთავარია წინსვლა გააგრძელოს და nba აუცილებლად იქნება, იოკიჩის ვამსგავსებ..
Chaachi
12 ოქტომბერი 2017 21:40
0
ადრეა თუ არა ეს ჩვენზე კარგად იმ ხალხმა იცის ვინც ირჩევს კალათბურთელებს და თუ გოგა ამერიკაში წაიყვანეს ესეიგი არ ყოფილა ადრე. ასე რომ წარმატებები გოგას.
GEO
12 ოქტომბერი 2017 16:33
1
დათო, აბა რას ბრძანებ. რა თავში უნდა აუვარედს თუ ძმა ხარ!!! ნბა ხომ ყველა კალათბურთელის ოცნებაა. გოგა კალათბურტელია, ფეხბურთელი კი არა... ასე რომ მასწავლებლებზე.....ვაგონია სადგურზე.
ნატალი
12 ოქტომბერი 2017 13:09
15
ნატალი მასწ. ხომ კარგად ხართ??? გავიგე ვაგონები ჩამოგსვლიათ...
დათო
13 ოქტომბერი 2017 17:54
0
ნატალია, კორექტულად რომ იკამათო და ჩამომდგარ ვაგონებზე არ ილაპარაკო,არ შეგიძლია? ამ უზრდელმა ტროლებმა ყველგან როგორ უნდა აამყრალოთ სიტუაცია?
ჩემბერლენა
12 ოქტომბერი 2017 15:37
1
ყველა გამოხმაურება
მართალია, ცოტა ადრეა ჯერ NBA, მაგრამ თუ მართლა გადავიდა, მეორეს მხრივ კარგიც იქნება, და რაც ყველაზე მთავარია - თავში არ უნდა აუვარდეს და ისევ ისე, მთელი გულით, სულით და მონდომებით გააგრძელოს ვარჯიში და სპორტული ზრდა სრულყოფილებისაკენ.
მთელი გულით და სულით ვუსურვებ წარმატებას ამ დიდ გზაზე !!!
დათო
12 ოქტომბერი 2017 12:19
1
მოჩქარეს მოუგვიანდესო. ძალიან ნიჭიერი ბიჭია და დარწმუნებული ვარ საქართვეკლოს ეროვნული ნაკრების მომავალი ლიდერია. მთავარია არ იჩქაროს და ყველაფერი თავის დროზე მოვა. წარმატებები გოგას!!!
kobaki
12 ოქტომბერი 2017 11:52
0
ვფიქრობ, რომ ადრეა, კარგ საკალათბურთო ქვეყანაში თამაშობს, რამდენიმე წელი რო გაჩერდეს უფრო მოძლიერდება და დაიხვეწება, წარმატებებს უსურვებ ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან დიდი ტალანტია.
gigi
12 ოქტომბერი 2017 11:48
2
ძალიან ადრეა..
??
12 ოქტომბერი 2017 11:22
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული