ბითაძის 18 ქულა და გამარჯვება "მორნართან"

AutoSharing Option
გოგა ბითაძის წარმატებული კარიერა სერბეთში გრძელდება. 18 წლის ქართველმა ცენტრმა ბელგრადის "მეგა ბიმაქსში" მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და თავისიანებს გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა.

ბიმაქსელებმა მონტენეგროს გასული სეზონის ფინალისტ "მორნარს" უმასპინძლეს და 91:70 დაამარცხეს. ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 27:29 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 4 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 7 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს. 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

გოგას
სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა, რითაც ის მხოლოდ ნიკოლა რებიჩს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 19 ქულას 9 პასი წაამატა. აღსანიშნავია სლოვენიელი ვლატკო ჩანჩარის გარჯაც, რომელმაც 20 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.

"მეგა ბიმაქსს" 2 მოგების წილ 1 წაგება აქვს და სანამ მე-3 ტური დასრულდებოდეს, ცხრილის სათავეშია. მორიგი მატჩი ბითაძის გუნდს 15 ოქტომბერს, შინ სლოვენიურ "ლიუბლიანასთან" ელის.


gbf.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ! ძალიან მიხარია გოგას წარმატებები!!!
B-52
00:00 09-10-2017
0
ადრიატიკის თასია, რეგიონალური ტურნირია
გოგა
14:48 08-10-2017
0

სიახლეები პოპულარული