შენგელიას ბრწყინვალე თამაში "გრან კანარიასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტრავმის შემდეგ თორნიკე შენგელია ჩინებულ ფორმაში შევიდა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა თავის კლუბ "ბასკონიაში" მორიგი მატჩი ჩაატარა და შესანიშნავად გაისარჯა, თუმცა თანაგუნდელებმა მას სათანადოდ მხარი ვერ აუბეს და ვიტორიელებმა კანარის კუნძულებზე მარცი განიცადეს.

აღსანიშნავია, რომ ბასკონიელთა მეტოქე მიმდინარე სეზონის პირველი ტიტულის - სუპერთასის მფლობელი "გრან კანარია" გახლდათ, რომელმაც ფინალში მადრიდის "რეალი" შეარცხვინა. კანარიელებმა შენგელიას გუნდთანაც მძლავრად ითამაშეს და საბოლოოდ 100:82 იმარჯვეს.


ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა 14-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო (სამქულიანი ააცილა)
და 21 ქულას 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. თორნიკემ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ამერიკელ თანაგუნდელ ჯეისონ გრეინჯერს ჩამორჩა, რომელსაც ასევე ფენომენალური თამაში ჰქონდა – 28 ქულა 27:10 წუთში.

3 ტურის შემდეგ "ბასკონიას" 1 მოგება და 2 მარცხი აქვს. შენგელიას გუნდის მომდევნო მატჩი 15 ოქტომბერს, ისევ სტუმრად, "ფუენლაბრადასთანაა" დაგეგმილი.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული