დუდა სანაძემ სერია A-ში დებიუტი 7 ქულით აღნიშნა

AutoSharing Option
დუდა სანაძის წარმატებული დებიუტი იტალიის სერია A-ში.

ქართველმა უკანახაზელმა "პისტოიას" შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. პისტოიელებმა სტუმრად "დორლანდო" 73:57 დაამარცხეს.

სანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

"ფლექს პისტოია" სერია A-ს მე-2 ტურის მატჩს 9 ოქტომბერს, შინ, "ბრინდისის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული