მანუჩარ მარკოიშვილის 6-ქულიანი სტარტი იტალიის სერია A-ში

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიის სერია A-ში დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი გუშინ, 2 ოქტომბერს გამართა. მისი "რეჯო ემილია" "აველინოს" ესტუმრა და ანგარიშით 62:66 დამარცხდა.

შეხვედრა თანაბარი გამოვიდა, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში წინ მასპინძლები იყვნენ. ბოლო წუთებზე "რეჯო ემილიას" კალათბურთელებს თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის შანსი ჰქონდათ, მაგრამ ხელიდან გაუშვეს და საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით დამარცხდნენ.

მარკოიშვილმა 25 წუთი ითამაშა, 6 ქულა (სამქულიანი ტყორცნებით), 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი 18 ქულით აველინოელი რიჩი გახდა.

"რეჯო ემილია" მომდევნო მატჩს "პესაროს" წინააღმდეგ 8
ოქტომბერს ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული