დუდა სანაძეს "ფლექს პისტოიაში" ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელ დუდა სანაძეს იტალიურ გუნდ "ფლექს პისტოიაში" ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა. ნაკრების უკანახაზელმა პისტოიელთა წინასასეზონო, მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდს 15 ქულა შეაშველა.

"ფლექს პისტოიას" მეტოქე სერია B-ს წარმომადგენელი "ლიბერტას ლივორნო" გახლდათ, რომელსაც სანაძის გუნდმა საკმაოდ იოლად - 115:78 მოუგო. თამაში ტრადიციული ფორმატით არ ჩატარებულა. გუნდებმა ოთხ ათწუთეულს დამატებითი 5 წუთიც მიაყოლეს და საინტერესოა, რომ ქართველმა ლეგიონერმა 15-დან 8 ქულა სწორედ ამ "ოვერტაიმში" მიითვალა.

"ფლექს პისტოია" ახალი სეზონის პირველ მატჩს 5 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც სერია A-ს საწყის ტურში
"ბეტალანდ კაპო დ’ორლანდოს" ესტუმრება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული