კალათბურთი

ლეგიონერები

ზაზა ფაჩულია NBA-ს ტოპ-30 ცენტრში მოხვდა

AutoSharing Option
hoopshype.com-მა სეზონის დაწყების წინ NBA-ს 30 საუკეთესო ცენტრის სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიაც მოხვდა.

მოგეხსენებათ, ლიგაში 30 კლუბია და საიტმაც სიმბოლურად ამიტომ ამოირჩია ტოპ-30 ცენტრის დასახელება.

ზაზა ფაჩულია, საიტის აზრით, ასოციაციაში სიძლიერით 29-ე ცენტრია.

"შესაძლოა, არც ისე თვალსასეიროა ფაჩულიას ფარქვეშ შეჭრის ყურება, მაგრამ საერთო ჯამში, იგი "გოლდენ სტეიტს" საკმაოდ ეხმარება.

ფაჩულია ვერ აკეთებს ბლოკებს, მაგრამ დაცვაში გამართული, პოზიციური თამაში მისი უმთავრესი სიძლიერეა. ასევე, ის საკმაოდ მოხერხებულია ჩაჭრებში.

ფაჩულიას კარგი პასები აქვს. ასე რომ, ის, რომ
ზაზა ვერ არის კარგი მექულე, "გოლდენ სტეიტს" ნაკლებად ადარდებს.

მისი "სქრინები" (ზოგჯერ წესების დარღვევით დაყენებული) ძალიან ეხმარება "გოლდენ სტეიტს" მსროლელის გამოთავისუფლებაში".

ტოპ-10
1. კარლ-ენტონი თაუნსი (მინესოტა)
2. ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)
3. დემარკუს კაზინსი (ნიუ ორლეანი)
4. რუდი გობერი (იუტა)
5. მარკ გასოლი (მემფისი)
6. ჰასან უაითსაიდი (მაიამი)
7. დეანდრე ჯორდანი (კლიპერსი)
8. მაილს ტერნერი (ინდიანა)
9. ალ ჰორფორდი (ბოსტონი)
10. ჯოელ ემბიდი (ფილადელფია)
ასევე დაგაინტერესებთ