გოგა ბითაძე - პირველი ნაბიჯი ადრიატიკის ლიგის სუპერთასის 1/2-ფინალისკენ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გოგა ბითაძემ სერბულ "მეგა ბიმაქსის" ძირითად გუნდში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. 18 წლის ქართველმა ცენტრმა ადრიატიკის ლიგის სუპერთასის მეოთხედფინალში ბოსნიის ჩემპიონ "იგოკეას" წინააღმდეგ სტუმრად ითამაშა და ბელგრადელებს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა - 83:72.

შეგახსენებთ, რომ ბითაძე "მეგა ბიმაქსის" საკუთრებაა, თუმცა ამ გუნდის ღირსებას შარშან მხოლოდ ასაკობრივ ჩემპიონატებში იცავდა, უმაღლეს ლიგაში კი, განათხოვრების წესით, სუპერლიგის "სმედეროვოში" ასპარეზობდა. ამ სეზონიდან ბითაძეს "მეგა ბიმაქსის" ძირითად გუნდში უხმეს და პირველივე ოფიციალურ მატჩში, "ბოსნას" წინააღმდეგ, სასტარტო ხუთეულში ანდეს ადგილი. 27 წუთში ქართველმა ცენტრმა 12
ქულა, 2 პასი და 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

გოგამ 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

სუპერთასის ნახევარფინალში "მეგა ბემაქსის" მეტოქე ხორვატიული "ცედევიტა" იქნება. ხორვატიულმა კლუბმა სერბულ ფმპ-ს 86:68 სძლია. ნახევარფინალები 22 სექტემბერს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დასაწყისისათვის ჩინებულია,თანაც სასტარტოში.
სოსო
12:34 23-09-2017
0

სიახლეები პოპულარული