გოგა ბითაძე სერბეთის უმაღლესი ლიგის "მეგა ბიმაქსთან" ერთად საკონტროლო მატჩებს მართავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა წინახაზელი გოგა ბითაძე სერბეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ "მეგა ბიმაქსთან" ერთად საკონტროლო შეხვედრებს მართავს. სერბებმა ბელგრადში უმასპინძლეს თურქულ "ბეშიქთაშს" და დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით დამარცხდნენ - 78:80.

18 წლის ბითაძე ახალ სეზონში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. სიმბოლურია, რომ "ბეშიქთაშთან" სწორედ ამდენი ქულა ჰქონდა, რასაც 7 მოხსნა მიამატა.

შეგახსენებთ, იგი გასულ სეზონში "ბიმაქსიდან" შედარებით სუსტ გუნდში იყო განათხოვრებული, სათამაშო პრაქტიკის შეძენის მიზნით. წლეულს კი სერბეთის ლიგის ერთ-ერთი ფავორიტის,  "მეგა ბიმაქსის" ღირსებას დაიცავს.

ისიც გემახსოვრებათ, რომ გოგა მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს
ნაკრებს საკმარისად დაეხმარა, თუმცა ევრობასკეტზე ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული