კალათბურთი

ლეგიონერები

მანუჩარ მარკოიშვილმა "რეჯო ემილიაში" ანგარიში გახსნა

AutoSharing Option
აგვისტოს ბოლოს იტალიის "რეჯო ემილიაში" გადასულმა მანუჩარ მარკოიშვილმა პირველი მატჩი "პეზაროსთან" გამართა. შეხვედრა პეზაროელთა 11-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 74:63.

მანუჩარმა თამაში 3 ქულით დაასრულა. "რეჯო ემილიას" ბომბარდირები გახდნენ ჩერვი და ნეველსი. მათ ანგარიშზე 13-13 ქულაა.

მანუს თანაგუნდელები უახლოეს მატჩში "კრემონას" 23 სექტემბერს დაუპირისპირდებიან, ხოლო იტალიის ჩემპიონატში სეზონის სადებიუტო შეხვედრას 2 ოქტომბერს გამართავენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ