გიორგი თვალაბეიშვილი ესპანეთის უმაღლესი ლიგის "ანდორაში" იწყებს

AutoSharing Option
19 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი თვალაბეიშვილი ახალ სეზონს ესპანეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ "ანდორაში" იწყებს. იგი მთავარმა მწვრთნელმა ხუან პენიაროიამ პირველ გუნდში მიიწვია და ორი საკონტროლო მატჩიც ათამაშა.

პირველი "ანდორამ" "ტენერიფესთან" 60:75 დათმო. გიორგის 6 წუთი ერგო, ერთი სამქულიანი სტყორცნა და მატჩი 3 ქულით დაასრულა.
მეორე შეხვედრაში ჩემპიონ "ვალენსიასთან" 66:72 გაიმარჯვა. თვალაბეიშვილმა ამჯერადაც 6 წუთი ითამაშა, თუმცა ორი სამქულიანი გაუცუდდა და მატჩი 2 მოხსნით დაასრულა.

"ანდორას" ჯერჯერობით ვერ ეხმარება ბექა ბურჯანაძე, რომელიც მუხლის ტრავმას მკურნალობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენს გიას რად ეკუთვნის ეს ბიჭი?

ღმერთმა ხელი მოუმართოს!!!
ძმა და მეგობარი
18:02 20-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული