გიორგი შერმადინმა "უნიკახას" საკონტროლო მატჩში ითამაშა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებიდან მალაგის "უნიკახაში" დაბრუნების შემდეგ გიორგი შერმადინმა საკონტროლო მატჩი გამართა "გრან კანარიასთან". შეხვედრა მალაგაში შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 74:71.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და კარგადაც დაიწყო, თუმცა საბოლოოდ მწვრთნელმა მხოლოდ 13 წუთი ათამაშა. დროის ამ მონაკვეთში მან 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, 8 ქულას კი 4 მოხსნა და 1 პასი მიამატა.

ესპანეთის ჩემპიონატს "უნიკახა" 30 სექტემბერს დაიწყებს. მისი მეტოქე "მურსია" იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული