ომრი კასპი: ახლა აღმოვაჩინე, რა დიდი პრივილეგიაა ფაჩულიას გუნდელობა

AutoSharing Option
clutchpoints.com-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში "გოლდენ სტეიტის" ახალწვეულმა ომრი კასპიმ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას შესახებაც ისაუბრა:

"ჩვენ სულ სხვა როლები გვაქვს ეროვნულ ნაკრებებში, ვიდრე აქ NBA-ში. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია, მისი ხეირიანად გაცნობის შანსი აქამდე არ მომცემია.

ვიცი, რომ ის ძალიან კარგად იბრძვის ფარქვეშ, აყენებს "სქრინებს". ის ჭკვიანი კალათბურთელია, რომელიც კარგ გადაწყვეტილებებს იღებს მოედანზე.

ახლა, როცა მასთან ერთად ვთამაშობ, კარგად ვხედავ, რა კარგი ადამიანია და რა დიდი პრივილეგიაა მასთან ერთად გუნდში ყოფნა", - განაცხადა ებრაელმა კალათბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ამ კალათბურთელების ბოლო დუელი ევრობასკეტზე ფაჩულიას გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ჯგუფიდან ვერც საქართველოს ნაკრები გავიდა და ვერც ისრაელის.

ახლა ფაჩულია და კასპი გუნდთან ერთად NBA-ს ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ.
რა აზრი ქონდა სლოვენიაზე გასვლას?
emre
23:31 19-09-2017
5
იტალიასთან რომ მოგვეგო,ფინეთზე გავდიოდით.უკრაინელებმა კი,როგორც იტყვიან,ბურთი გადაგვატენეს თავზე...
dima
25 სექტემბერი 2017 22:32
0
წადი შე უნამუსო.
ერთი ადგილი მიეცით უკრაინელებს ოღონდ ჩვენ არ გავსულიყავით, ისე გაგიტყდათ ჩვენთან წაგება.
ქომაგი
19:50 19-09-2017
9
სიმართლეს გეტყვით რა რო სულ ფეხებზე ეკიდა ომრი კასპის და მთელ გუნდს საქართველოს გასვლა არ გასვლა. საკუთარ მოედანზე საკუთარი გულშემატკივრების წინ ესე სამარცვინოდ უკრაინასთან ჩვენ გამო არ წააგებდნენ. ასე რომ ნუ ვტენით მტრობას :D ჩვენი თავის მტრები ჩვენთვითონ ვართ :D უბრალოდ წააგეს რა თავს ზემოთ ძალა არაა :D
simrtle
20 სექტემბერი 2017 11:53
1
სიახლეები პოპულარული