მანუჩარ მარკოიშვილი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი მანუჩარ მარკოიშვილი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს.

მის შესახებ კანტუელმა ჟურნალისტმა კარლო პეროტიმ დაწერა: გუნდის პრეზიდენტს მანუს "კანტუში" დაბრუნება სურსო. თუმცა უფრო რეალური "რეჯო ემილიაში" გადასვლა ჩანს. ამ იტალიური გუნდისა და მარკოიშვილის შესახებ რამდენიმე აპენინურმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია.

როგორც ირკვევა, "რეჯო ემილიას" მსუბუქი ფორვარდის პოზიციის შევსება სურს. საამისოდ კი საუკეთესო ვარიანტად გამოცდილი მანუჩარი მიაჩნია.

რეჯოემილიელები ახალ სეზონში ევროთასის B ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მეტოქეებად "ბაიერნი" (გერმანია), "ბუდუჩნოსტი" (მონტენეგრო), "გალათასარაი" (თურქეთი), "ჰაპოელი" (იერუსალიმი, ისრაელი) და "ლიეტკაბელისი" (ლიტვა) ეყოლებათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული