ზაზა ფაჩულია: ფული ასეთ ბედნიერებას ვერ მოგიტანს

AutoSharing Option
"ჩემთან ერთად ჟურნალისტები იმყოფებიან espn-იდან და მათი დახმარებით მსოფლიო იხილავს საქართველოს" - თქვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, მომზადებული ვიდეოს მსოფლიოს მილიონობით ადამიანი იხილავს.

- ამ დღეს დიდი ხანი ველოდი - ზაზა ფაჩულია NBA-ს თასით საქართველოში ჩამოვიდა [VIDEO]

"ფული ასეთ ბედნიერებას ვერ მოგიტანს", - ასე უპასუხა ზაზამ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას თუ როგორ შეაფასებდა ის იმ ფაქტს, რომ გასულ წელს შედარებით დაბალბიუჯეტიანი კონტრაქტი გააფორმა "გოლდენ სტეიტთან", მაშინ როდესაც, გაცილებით დიდ ხელფასს სთავაზობდნენ სხვა კლუბები.

"რამდენი ადამიანია, ვისაც ის ხელფასიც არ აქვს, რაც მე მაქვს?! ამიტომ, სულელი უნდა იყო, ეს რომ გეცოტაოს. ამასთან, ჩემპიონობის შემდეგ სხვა გუნდში გადასვლაზე ფიქრი რთულია...

იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ჩვენ უკვე ორი თასი გვექნება", - განაცხადა ფაჩულიამ და დასძინა, რომ კლუბის სურვილიც იყო, რომ ის "გოლდენ სტეიტში" დარჩენილიყო.

"ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი კალათბურთის გარეშე", - განაცხადა ზაზ ფაჩულიამ. ქართველმა ლეგიონერმა საკუთარ კარიერასა და მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის შეეცდება მაქსუმალურად დიდი ხანი ითამაშის მაღალ დონეზე. ამასთან, ფაჩულიას თქმით, ის პარალელურად განათლების მიღებითაც არის დაკავებული.

ჟურნალისტები მისი პოლიტიკაში წასვლის შესაძლებლობითაც დაინტერესდნენ.

"არანაირი სურვილი არ მაქვს პოლოტიკაში წასვლის", - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული