ხვალ ზაზა ფაჩულია ქართველ გულშემატკივარს NBA-ის თასს წარუდგენს

AutoSharing Option
7 აგვისტოს, სპორტის სასახლეში, ქართველი გულშემატკივრისთვის ზაზა ფაჩულიასადმი მიძღვნილი ღონისძიება და NBA-ის საჩემპიონო თასის ოფიციალური წარდგენა გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრები, მეგობრები, მეგობარი და მხარდამჭერი ორგანიზაციები, ასევე, ვეტერანი კალათბურთელები და ზაზა ფაჩულიას მწვრთნელები.

”ღონისძიება დატვირთული იქნება მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით. მაყურებელი იხილავს საკალათბურთო შოუს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღონისძიების წარმდგენი და გენერალური სპონსორია ნავთობკომპანია “გალფი”, მხარდამჭერი - თბილისის მერია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, რომელიც "გოლდენ სტეიტის" ღირსებას იცავს, გუნდთან ერთად NBA-ს 2016/17 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიცი დაბლოკავთ , მარა მაინც ვიტყვი : ვისაც არ გაუხარდა ზაზას წარმატება , წარუმატებლად გაევლოს მას თავისი წუთისოფელი , მაგრამ ძალიან გული მტკივა , რომ ამჟამად არაა ზაზა ნაკრებთან ერთად , იმედია მალე შეუერთდება ნაკრებს .
პატრიოტი
21:39 05-08-2017
1
სიახლეები პოპულარული