უკრაინას ევრობასკეტი 2017-ის თანამასპინძლობა სურს

AutoSharing Option
კალათბურთში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლის ვინაობა მიმდინარე წლის დეკემბერში გაირკვევა, მანამდე კი პირველი განაცხადი უკვე გაკეთებულია - უკრაინამ მომავალი ევრობასკეტის თანამასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინას ახლახან დასრულებული ევრობასკეტი 2015-ისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე არეულობამ ფიბა-ევროპა აიძულა, კონტინენტის პირველობა სხვა ქვეყანაში გადაეტანა. საბოლოოდ, ისტორიაში პირველად, ევრობასკეტს ერთდროულად რამდენიმე ქვეყანამ: გერმანიამ, ლატვიამ, ხორვატიამ და საფრანგეთმა უმასპინძლა.

სისტემამ გაამართლა და შედეგად, ფიბა-ევროპამ მასპინძლობაზე განაცხადების მიღება როგორც ევრობასკეტის ერთპიროვნულ, ისე ჯგუფურ მასპინძლობაზეც გამოაცხადა. თუკი ევრობასკეტი კვლკავ იგივე სისტემით ჩატარდა, როგორც წელს,
უკრაინა დიდი ალბათობით, რომელიმე ჯგუფის თამაშებს უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული