ევრობასკეტი 2017: ბერძნებმა ახალი მწვრთნელი უნდა ეძებონ

AutoSharing Option
ევრობასკეტის ორი მონაწილე ქვეყანა დაიწყებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ახალი მთავარი მწვრთნელით.

მონტენეგროს ნაკრების გამოვარდნის შემდეგ, ბოგდან ტანევიჩმა სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ტანევიჩი მუშაობას მონტენეგროს კალათბურთის ფედერაციაში გააგრძელებს და კონცენტრირებული იქნება ახალგაზრდა მწვრთნელების მომზადებაზე.

ასევე ახალი მწვრთნელი ეყოლება საბერძნეთის ნაკრებს, რადგან კოსტას მისასი გაანთავისუფლეს პოსტიდან მეოთხედფინალში რუსეთთან წაგების შემდეგ.

მისასი ბოლო მომენტში დანიშნეს ნაკრების მწვრთნელად, კერძოდ, ევრობასკეტის დაწყებიდან ოთხი დღით ადრე. მწვრთნელის თქმით, ის თავიდანვე არ აპირებდა თანამდებობაზე დიდი ხნით გაჩერებას.

საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ
კანდიდატებად განიხილებიან - საბერძნეთის U20-ის ნაკრების დამრიგებელი ილიას პაპატეოდორუ და ვეტერანი მწვრთნელი სულის მარკოპულოსი. მისასის შემცვლელი უახლოეს ხანში უნდა გამოცხადდეს, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი ნოემბერში იწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული