1

ევრობასკეტი 2017. 1/8-ფინალი: 20 წლის შემდეგ - თავჩაღუნული მუშკეტერები [VIDEO]

AutoSharing Option
მერვედფინალების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, სტამბოლში, უკრაინელ ჟურნალისტს სლოვენიასთან მატჩში წარმატება ვუსურვე.

გაიღიმა, იმედი არა მაქვსო. ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი გუნდი სლოვენიასთან ასე შერცხვებოდა.

პირველი ტაიმის შემდეგ სლოვენია 42:27-ს იგებდა და ნამდვილად არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელიც მეორე ნახევარში რამეს დათმობდა. 18 წლის ლუკა დონჩიჩმა უკრაინასთან კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა - 14 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი.

როგორც ხედავთ, სლოვენიელთა დამრიგებელ იგორ კოკოშკოვს საქართველოს ნაკრებთან მოგროვილი ევროგამოცდილება მშვენივრად ადგება.

ბოლო 20 წლის განმავლობაში საფრანგეთის ნაკრები პირველად დარჩა ევრობასკეტზე მეოთხედფინალს მიღმა. ამაში დამნაშავე გერმანიაა, სწორედ ის გერმანია, რომელმაც საქართველოს ჯგუფიდან ვერგასვლაშიც დიდი წვლილი შეიტანა. იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ეტორე მესინამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა - გერმანელებთან წაგებამ საქართველოს ნაკრებზე ძალიან ცუდად იმოქმედა, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად, გადამწყვეტი მატჩი გამოდგაო...

მაშინ ხაზი გავუსვით ალემანების მწყობრ თამაშს და ძალიან აგრესიულ დაცვას, რამაც შედეგი საფრანგეთთანაც გამოიღო. გამარჯვებაში კი, გერმანიის ნაკრებს სამქულიანები დაეხმარა: საწყისი სამი პერიოდის განმავლობაში 20-დან 3 სამიანი ჰქონდა რეალიზებული, მეოთხეში - 8-დან 6 ჩააგდო. დასკვნით მონაკვეთში განსაკუთრებით ეფექტური იყო დანიელ ტაისი, რომელმაც ჯამში 22 ქულას მოუყარა თავი. საფრანგეთს კი მეოთხე პერიოდში ფურნიეს მიერ ჩაგდებულმა 18-მა ქულამაც ვერ უშველა.

ისევ საქართველოს ნაკრები უნდა ვახსენოთ: დასვენებული ჩვენი გუნდი ნებისმიერი მეტოქისთვის სახიფათოა, მით უმეტეს, ფინეთისთვის, რომელსაც იმ შემთხვევაში შევხვდებოდით, ჯგუფში იტალია რომ დაგვემარცხებინა... არადა, რა ცოტა დაგვაკლდა.

იტალიის ნაკრებმა ფინეთთან საწყისი 18 ქულა სამიანებით მოაგროვა, შემდეგ ასევე ვერ განაგრძო, მაგრამ 9 სამიანიც ეყო მატჩის მოსაგებად. გამარჯვების მთავარი შემოქმედი მარკო ბელინელი იყო, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 22 ქულით დაასრულა.

პირველი დღე საბერძნეთმა დახურა. ელინებმა მერვედფინალში მძიმედ გააღწიეს, ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩში პოლონელებს სძლიეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს. თუმცა კლასი და გამოცდილება საკმარისად აღმოაჩნდათ საიმისოდ, რომ პლეი-ოფისთვის სულ სხვა გუნდად გარდაქმნილიყვნენ და B ჯგუფის პირველადგილოსანი ლიტვა დაემარცხებინათ.

სხვათა შორის, საბერძნეთი წინა მატჩებში (მათ შორის, საქართველოსთან ამხანაგურ შეხვედრაში) პერიმეტრიდან ტყორცნებით დიდად არ გამოირჩეოდა. ლიტვას კი სწორედ სამქულიანებით გაუშრო სისხლი - 24-დან 11 ჩაუგდო.

გამორჩეული იყო გამთამაშებელი კოსტას სლუკასი: 21 ქულა, 7-დან 5 სამიანი.

ლატვიის ნაკრები გუნდია, შეკრული გუნდი. აინარს ბაგაცკისის სათამაშო ფილოსოფიაა: ბოლომდე ენდობა 10-12 კალათბურთელს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა გამოცდილება. შესაბამისად, გუნდი ყოველ მატჩში ენერგიულად, ხალასად გამოიყურება... ყველა თავისუფლად სტყორცნის... აგდებს კიდეც.

მონტენეგროსთან ბალტიისპირელებმა ისე ითამაშეს, თითქოს, საკუთარი ეზოს მოედანზე იყვნენ: ორქულიანები 58.8-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნეს (34-დან 20), სამიანები - 60-პროცენტიანით (25-დან 15), საჯარიმოები - 93.8-პროცენტიანით (16-დან 15).

ასეთ ლატვიას გერმანიის დაცვაც ვერ გააჩერებდა.

მესამე პერიოდის ბოლოს სერბეთმა მშვიდად მიაღწია 16-ქულიან უპირატესობას, მაგრამ უნგრეთმა მატჩის ბოლოს მაინც აანერვიულა - მეოთხე რაუნდის დასაწყისში სხვაობა 7 ქულამდე შეუმცირა. ეს იყო და ეს, სლავებმა დაგეგმილი გამარჯვება ჩაიწერეს.

ამ საქმეში მათ დიდად დაეხმარნენ მეფარეები - სერბეთმა ბურთი 37-ჯერ მოხსნა, მაშინ, როცა უნგრეთმა - მხოლოდ 23-ჯერ.

ვინ შეაჩერებს ესპანეთს? ასეთი კითხვა დაისვა ევროპის ჩემპიონატის დაწყებისთანავე. პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მასპინძელი იყო, მხურვალე მხარდაჭერის მიუხედავად, მას ნამდვილად არ გასჩენია გამარჯვების შანსი.

ნავაროს, გასოლების, სან ემეტერიოსა და რუბიოს გამოცდილების გუნდი სწორედ პლეი-ოფიდან უმატებს და მშვენივრად იცის, რა არის საჭირო მასპინძლების დასამარცხებლად. თურქეთის დასაძლევად რომელიმე ვარსკვლავის თავის გამოდება არ დასჭირვებია, დაცვაში მტკიცე თამაშიც საკმარისი აღმოჩნდა.

1/8-ფინალი
სლოვენია-უკრაინა 79:55
26:17, 16:10, 26:16, 11:12
სლოვენია: დონჩიჩი (14+10 მოხსნა+6 პასი), ბრაჟიჩი (8), ვიდმარი (8), დრაგიჩი (5), მურიჩი (2) - სასტარტო; რენდოლფი (21), პრეპელიჩი (14), ნიკოლიჩი (4), ჩანჩარი (3).
უკრაინა: ლუკაშოვი (9), ლიპოვი (6), კრავცოვი (4), კონევი (2), კორნიენკო (2) - სასტარტო; პასტოზვონოვი (11), ბობროვი (8), ზაიცევი (5), კოლჩენკო (4), პუსტოვოი (4+10 მოხსნა).

გერმანია-საფრანგეთი 84:81
10:19, 24:21, 21:16, 29:25
გერმანია: შრიოდერი (21+8 პასი), ბენცინგი (12), ბარტელი (5), ტადა (2), ფოიგტმანი (0) - სასტარტო; ტაისი (22+7 მოხსნა), შტაიგერი (10), ლო (6), ტიმანი (6).
საფრანგეთი: ფურნიე (27), დიაო (15+9 მოხსნა), დე კოლო (6), ერტელი (6), სერაფინი (6+7 მოხსნა) - სასტარტო; ლოვერნი (13+7 მოხსნა), ტუპანი (3), ვესტერმანი (2), ჯექსონი (2), ლაბერი (1).

ფინეთი-იტალია 57:70
17:30, 12:18, 13:10, 15:12
ფინეთი: კოპონენი (13), სალინი (11+8 მოხსნა), ჰაფი (6), კოტი (4), ლი (0) - სასტარტო; უილსონი (8), მერფი (6), კოივისტო (5), მარკანენი (4).
იტალია: ბელინელი (22), დატომე (15), ჰეკეტი (10), მელი (10), კუზინი (0) - სასტარტო; ბილიგა (6), ფილოი (4), ბალდი როსი (3).

ლიტვა-საბერძნეთი 64:77
17:25, 13:12, 18:24, 16:16
ლიტვა: ვალანჩუნასი (13+15 მოხსნა), კალნიეტისი (11+7 პასი), გრიგონისი (7), მაჩიულისი (5+7 მოხსნა), მოტეიუნასი (1) - სასტარტო; კუზმინსკასი (20), ულანოვასი (7).
საბერძნეთი: სლუკასი (21), კალატესი (14+6 პასი), პაპანიკოლაუ (11), პრინტეზისი (8), პაპაიანისი (4) - სასტარტო; ბურუსისი (11+8 მოხსნა+6 ჩაჭრა), ტ. ანტენტოკუნმპო (5), პაპასი (3).

ლატვია-მონტენეგრო 100:68
27:15, 26:22, 29:15, 18:16
ლატვია: ტიმა (21 + 6 პასი), პორზინგისი (19), შტრელნიეკსი (12 + 7 პასი), ბერტანსი (9), შმიტსი (8) – სასტარტო; ბლუმსი (8), პეინერსი (8), ბერტანსი (5), შკელე (4), მეიერსი (4), გრაჟულისი (2).
ჩერნოგორია: ვუჩევიჩი (16 + 9 მოხსნა), ბაროვიჩი (5), ჯურიშიჩი (3), პავლიჩევიჩი, შეჰოვიჩი – სასტარტო; დუბლიევიჩი (21), ივანოვიჩი (7), მიხაილოვიჩი (7), ვრანიეში (3), რაისი (2), რადონჩიჩი (2), ტოდოროვიჩი (2).

სერბეთი-უნგრეთი 86:78
24:16, 24:25, 21:12, 17:25
სერბეთი: ბოგდანოვიჩი (17 + 6 პასი), კუზმიჩი (17 + 10 მოხსნა), ლუჩიჩი (11), იოვიჩი (9 + 7 პასი), ბირჩევიჩი – სასტარტო; მაჩვანი (14), მარიანოვიჩი (14), მილოსავლევიჩი (4)
უნგრეთი: ვოივოდა (11), კელერი (8), ალენი (3), ვიტმანი (2), ჰანგა (1) – სასტარტო; პერლი (22 + 7 მოხსნა), ფერენცი (15), რუიაკი (6), კარახოჯიჩი (6), ეილინგსფელდი (4)

ესპანეთი-თურქეთი 73:56
19:10, 14:15, 16:18, 24:13
ესპანეთი: რუბიო (15), პ. გასოლი (11 + 7 მოხსნა), მ. გასოლი (10), ნავარო (8), სან ემეტერიო (4) – სასტარტო; როდრიგესი (11 + 9 პასი), ხ. ერნანგომესი (8), სასტრე (2), ორიოლა (2), ვ. ერნანგომესი (2).
თურქეთი: მაჰმუტოღლუ (8), ოსმანი (8), შანლი (4), სიპახი (2), ერდენი (2 + 8 მოხსნა) – სასტარტო; ქორქმაზი (15), გულერი (2), ვეისელოღლუ (2).

ხორვატია-რუსეთი 78:101
23:25, 19:21, 15:26, 21:29
ხორვატია: ბოგდანოვიჩი (28), შარიჩი (13), ჟორიჩი (11), ტომასი (6), უკიჩი (2) – სასტარტო; რამლიაკი (6), პლანინიჩი (6), პოპოვიჩი (4), ბენდერი (2)
რუსეთი: შვედი (27 + 12 პასი), კულაგინი (14), მოზგოვი (10), ვორონცევიჩი (8), ხვოსტოვი (6) – სასტარტო; ზუბკოვი (14), ფრიძონი (13), კურბანოვი (9).

1/4-ფინალი
12 სექტემბერი
სლოვენია-ლატვია
გერმანია-ესპანეთი

13 სექტემბერი
საბერძნეთი-რუსეთი
იტალია-სერბეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
Group A
სლოვენია
5
5
0
62
10
ფინეთი
5
4
1
18
9
საფრანგეთი
5
3
2
28
8
საბერძნეთი
5
2
3
21
7
პოლონეთი
5
1
4
-3
6
ისლანდია
5
0
5
-126
5
Group B
ლიტვა
5
4
1
67
9
იტალია
5
3
2
24
8
გერმანია
5
3
2
9
8
უკრაინა
5
2
3
1
7
საქართველო
5
2
3
-4
7
ისრაელი
5
1
4
-71
6
Group C
ესპანეთი
5
5
0
145
10
ხორვატია
5
4
1
61
9
მონტენეგრო
5
3
2
11
8
უნგრეთი
5
2
3
-35
8
ჩეხეთი
5
1
4
-85
6
რუმინეთი
5
0
5
-97
5
Group D
ლატვია
5
4
1
48
9
სერბეთი
5
4
1
47
9
რუსეთი
5
4
1
12
9
თურქეთი
5
2
3
8
7
ბელგია
5
1
4
-57
6
დიდი ბრიტანეთი
5
0
5
-48
5
მერვედფინალი მეოთხედფინალი ნახევარფინალი
ნახევარფინალი მეოთხედფინალი მერვედფინალი
სლოვენია
სერბეთი
93:85
ფინალი
2017
ესპანეთი
სლოვენია
72
92
რუსეთი
სერბეთი
79
87
გერმანია
ესპანეთი
72
84
სლოვენია
ლატვია
103
97
საბერძნეთი
რუსეთი
69
74
იტალია
სერბეთი
67
83
გერმანია
საფრანგეთი
84
81
ესპანეთი
თურქეთი
73
56
სლოვენია
უკრაინა
79
55
ლატვია
მონტენეგრო
100
68
ლიტვა
საბერძნეთი
64
77
ხორვატია
რუსეთი
78
101
ფინეთი
იტალია
57
70
სერბეთი
უნგრეთი
86
78
სიახლეები პოპულარული