მაიკლ დიქსონი: იტალიამ არ გვაპატია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს გამართულ B ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა (69:71), უკრაინამ კი ისრაელს მოუგო და შედეგად, ზუროსის გუნდი 1/8-ფინალს მიღმა დარჩა.

- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]

"მძიმედ დავიწყეთ, რაც იტალიის დარმა გამოცდილმა გუნდმა არ გვაპატია. გვქონდა შეცდომები, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მობილიზება მოვახერხეთ და გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ეფექტური შემობრუნების შემდეგ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ.

მინდა აღვნიშნო ჩვენი მწვრთნელის ღვაწლი. შეკრების დაწყების პირველივე
დღიდან დიდი სამუშაო გასწია. ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო იყო მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებში თამაში".

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მაიკლ დიქსონ ბრავო !!! შენ ხარ ადამიანი, რომელიც უზომო მოტივაციით და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. მადლობა ჩვენი ნაკრების სხვა წევრებს! წინ მსოფლიო ჩემპიონატია და დაშვებული შეცდომებისა და სუსტი მხარეების ანალიზი და გამოსწორება გვმართებს. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენს ნაკრებს აქვს საკმაო პოტენციალი, რომ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს. იმ რესურსით მართლაც რომ შეუძლებელი შეძლეს და მადლობა კიდევ ერთხელ მათ. რაც შეეხება დიქსონს, მგონი თითეულ ქართველს და მათ შორის რა თქმა უნდა მეც მსურს, რომ ის ნაკრებში დარჩეს და დახმარება გაგვიწიოს, რადგან მან დაამტკიცა, თუ რა ძალის კალათბურთელია და როგორი მოტივირებულია მოედანზე.
სალომე
08 სექტემბერი 2017 22:15
0
რაც შეეხება დაცვას, ვერ დავეთანხმები რომ ჩვენმა ნაკრებმა მაღალი დონის დაცვა ისწავლა... სისხლი უნდა ჩავაქციოთ და უძნელესი ბურთები ჩავყაროთ, ამ დროს წამოიღებს ბურთს მოწინააღმდეგე და ისე ადვილად შედის ჩვენს სამწამიანში და ისე ადვილად იღებს ორ ქულას გაგიკვირდება...თანაც ხშირად ამ ჩემპიონატზე სამწამიანში ორი "ფილარმონია" მოთამაშე ფაჩულია და შერმადინი ხვდებოდა!
koka
07 სექტემბერი 2017 21:48
1
ნატურალიზებულებიდან შემონდი მეგონა ყველაზე მაგარი მარა შენ გადაჯოკრე მაგარი მოთამაშე და პროფესიონალი ხარ
Casila
07 სექტემბერი 2017 17:26
0
ზუროს ევხარისტო პარა პოლი. დიახ დიდი მადლობა, ღმერთს მადლობა რომ უეცრად გული არ გაუჩერდა, მერე რა რომ ჩვენი ბავშვური შეცდომების გამო იღებდა ტექნიკურებს, 3-4 სპორტსმენი იყო კარგი ჩვენთან.ზუროსმა რა ქნას.
ექიმი-ქუთაისელი
07 სექტემბერი 2017 15:08
0
ზუროს ევხარისტო პარა პოლი. დიახ დიდი მადლობა.ჩვენი ბაბშვური შეცდომების გამო კაცს მადლობა ღმერთს რომ გული უეცრად არ გაუჩერდა.მერე რა რომ ტექნიკურები მიიღო. 3-4 სპორტსმენი თამაშობდა კარგათ.რა ექნა ზუროს,
ექიმი-ქუთაისელი
07 სექტემბერი 2017 15:01
2
ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ,რომ ორივე თამაში დიქსონმა მოიგო
oto
07 სექტემბერი 2017 14:49
0
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - საქართველოს ნაკრებში ერთადერთი კაცი იბრძოდა ბოლომდე და ამ ერთადერთ კაცს სჯეროდა, რომ შეუძლებელს შეძლებდა... და ეს კაცი არაქართველი იყო....
მსქროლავი ტროლი
07 სექტემბერი 2017 14:25
3
მაიკ რა მაგარი ხარ შენ გენაცვალე
ქომაგი 1
07 სექტემბერი 2017 13:17
0
მადლობა დიქსონს და მადლობა ზუროსს.დიქსონმა კარგად ითამაშა ზოგადად და დიდებულად ბოლო თამაში,ისედაც გუნდს ჩინებულად შეეწყო და მისი გაშვება ნაკრებიდან სისულელე იქნება,რაც შეეხება ზუროსს,მანაც უდიდესი სამუშაო გასწია ნაკრებში და ვფიქრობ აუცილებელია მასთანაც კონტრაქტის გაგძელება.ზაზა და გიორგი მზად რომ ყოფილიყვნენ,პლეი ოფში აუცილებლად გავიდოდით,თანაც ზუროსმა ნაკრება კარგი დაცვის თამაში ასწავლა და ეს ცოდნა უნდა განვავითაროთ,დაცვაში თამაში ხომ ყოველთვის ჩვენი აქილევსის ქუსლი იყო.
სოსო
07 სექტემბერი 2017 12:45
0
მადლობა პირველ რიგში ილია ზუროსს მერე ყველა ბიჭებს უკლებლივ დიდი შრომა გასწიეტ მოკლე სკამის გამო დავმარცხდიტ ვიქტორი რო გვყოლოდა სანიკიდზე მაშინ სულ სხვაგვარად იქნებოდა სიტუაცია გული არ გაიტეხოტ წინ დიდი ბრდზოლებია მსოფლიოზე
joni
07 სექტემბერი 2017 12:21
0
ზუროსს რაზე უხდით მადლობას ტექნიკურებს რომ იღებდა?
sos
07 სექტემბერი 2017 13:48
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული