კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! - ზაზა ფაჩულიას ემოციური პოსტი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელში ნაკრებიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.

"ძალიან რთულია, დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთანხმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს, დიდი იმედი მაქვს, მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული
მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით, ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება", - დაწერა ფაჩულიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2017-ზე საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა და ასპარეზობა დაასრულა.

- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 32 /
მადლობის მეტი რა გვეთქმის, წარმატებები ვუსურვოთ კარგი ადამიანია!!!
..................................
07 სექტემბერი 2017 22:38
1
მადლობა ზაზა
Dato
07 სექტემბერი 2017 19:32
2
წარმატებები ზაზას მთელი ცხოვრების მანძილზე, მადლობა, მადლობა და მადლობა... ორი დიდი კაპიტანი წავიდა წელს ზაზა და მამუკა, ორივეზე ძალიან მწყდება გული, ძნელი იქნება მათგარეშე ცვენი ეროვნული ნაკრებების ნახვა, მაგრამ მეამაყება ასეთი ქართველები რო არიან... წარმატებები.
parfiumer
07 სექტემბერი 2017 19:28
2
დინამოს თამაში მახსოვს ვერდერთან. ყველა ხვდებოდა, რომ ვერგასვლის შემტხვევაში ეს იქნებოდა საშა ჩივაძის ბოლო თამაში. გავარდნაზე არ მწყდებოდა გული. გული მწყდებოდა იმაზე, რომ ამ გენიალური ფეხბურთელის თამაშს ვერ ვნახავდი მეტჯერ! იგივე გრძნობა მქონდა გუშინ! ამ თაობამ ზაზას თავკაცობით უფრო ლამაზად წასვლა დაიმსახურა! მადლობა ზაზას და იმ ბიჭებს ვინც ამ წლების განმავლობაში სიხარული მოჰქონდათ საქართველოსთვის! იმედია ღირსეულა გააგრძელებენ ახალგაზრდები თქვენ გაკვალულ გზას!
andro
07 სექტემბერი 2017 17:51
0
მადლობა ყველაფრისთვის.წარმატებები ზაზა.
კახა ქირია
07 სექტემბერი 2017 17:26
2
ქართველების ტრადიციული ავადმყოფობა:უ მ ა დ უ რ ო ბ ა
888
07 სექტემბერი 2017 17:13
3
სწორედ MUMU-ზე(მართლაც მუმუა)და ილიაზეა ნათქვამი:ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია.....ზაზა ჩვენო ძვირფასო და უსაყვარლესო კაპიტანო,დიდი მადლობა იმ თავდადებისათვის რაც შენ გაიღე სამშობლოსა და გულშემატკივრებისათვის.გისურვებ ჯანმრთელობასა და ოჯახურ ბედნიერებას!არასადეს დაგივიწყებთ!
888
07 სექტემბერი 2017 17:02
3
ზაზას დიდი მადლობა ეკუთვნის ერთხელ არ უყოყმანია ჩამოსვლა ,გახსოვთ სტეფანია როგორ გვახვეწნინებდა?
Casila
07 სექტემბერი 2017 16:55
3
პატრიოტობა და მონდომება კარგ თამაშს არ ნიშნავს.
ზაზამ ყველა მატჩი ძალიან ცუდად ჩაატარა.
ამას თავადაც ხვდება და ამიტომ წავიდა ნაკრებიდან.
ILIA
07 სექტემბერი 2017 16:43
10
მადლობა ზაზა! შენ ხარუძლერესი კალათბურთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ქართულ კალათბურთში შენ გადაშალე ახალი ფურცელი და შენი კაპიტნობისას დაადგა ქართული კალათბურთი აღმავლობის გზას, მიაღწია არნახულ სიმაღლეებს! რასაც ვხედავ და მახსოვს თავი არ დაგიშურებია არც ერთ მატში, შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდი! შენ ხარ ჩვენი სიამაყე აშშ-ში, ნბა-ს ანუ მსოფლოს ჩემპიონი. შენი სახელით გაიგო ბევრმა ამერიკელმა საქართველოს არსებობის შესახებ! მაგარი ქართველი ხარ, მეოჯახე კაცი, ვაჟკაცი მოედანზეც, ყველგან და ყველაფერში!!! ჩემს გულში ხომ ხარ და იქნები, ასევე ქართული კალათბურთის უამრავი გულშემატკივრის მეხსიერებაში. შენი სახელი ჩაწერილია საქართველოს ისტორიაში. შენ და შენს ოჯახს გისურვებთ ყველაფერ სიკათეს, ღვთის მადლი გადმოსულიყოს თქვენზე!
aburjga
07 სექტემბერი 2017 16:17
2

სიახლეები პოპულარული