1

ევრობასკეტის ფეხდაფეხ: მაკაბელი შერმადინი და დალასელი ფაჩულია [PHOTO]

AutoSharing Option
1. თელ ავივში აიაკრონის ქუჩაზე ლურჯ-ყვითელ ფერებში გაფორმებულ პატარა შენობას შეხვდებით. ზედ მიმაგრებულია კალათი, რომელშიც ბურთი ეშვება. იქვე "მაკაბის" დროშები ფრიალებს, ოღონდ რა დანიშნულებისაა, მუზეუმია, ფან-შოპი თუ ოფისი, სწორედ ამის გასარკვევად, ხუთი კიბე ავიარე.

Sportall.Ge

2. ორი წლის წინ "მილანის" მუზეუმში კახა კალაძეს ვეძებდი და გუნდური ფოტოს გარდა, ვერსად ვიპოვე. ლურჯ-ყვითელ შენობაში გიორგი შერმადინთან "შეხვედრის" იმედი მქონდა. ვნახე - გუნდის ლეგენდების გვერდით მისი სურათი საპატიო ადგილას ეკიდა. არადა, მან "მაკაბიში" მხოლოდ ნახევარი წელი ითამაშა (2012).

Sportall.Ge

3. დარბაზში შევიდეთ, სადაც საქართველოს ნაკრების სამმა კალათბურთელმა სახალისო, ქართული ვარჯიში წარმოგვიდგინეს: თორნიკე შენგელია, მიხეილ ბერიშვილი და ილია ლონდარიძე ბურთებს ერთმანეთს "უჭახუნებდნენ", შემდეგ კი ეთდროულად სტყორცნიდნენ. ფოტოზე რა მოგახსენოთ, მაგრამ რეალობაში ლამაზი სანახაობა იყო.

Sportall.Ge

4. ნაცნობი სანახაობა წარმოგვიდგინა "თელავიველმა ოთარ მამასახლისმა", რომელიც საწყის ტურებში შესვენებებზე ხშირად ჩნდებოდა მოედანზე. ჯერ ბურთს კენწლავდა, შემდეგ იატაკზე დაუგდებლად კიბეზე ადიოდა, ყველაზე "ეფექტური" ნომერი ბოტასის შუბლზე დაყენება იყო...

Sportall.Ge

5. თამაშების შემდეგ ხშირად ნახავთ კალათბურთელებს, ავტობუსის უკან ცოლებს თუ "გერლფრენდებს" რომ ესაუბრებიან. გერმანიის ნაკრებისა და "ატლანტა ჰოქსის" გამთამაშებელ დენის შრიოდერს თელ ავივში სწორედ მეგობარი გოგონა ახლავს, რომელიც "ატლანტას" ფორმით აქტიურად ქომაგობს გულის სწორს.ინტერნეტში ბევრი ვეძებე ინფორმაცია გერმანელი ვარსკვლავის "გერლფრენდის" შესახებ, მაგრამ არ ჰყავსო - ეწერა. აი, თუ არ ჰყავს:

Sportall.Ge

6. საქართველო-გერმანიის თამაშზე ტრიბუნების პირველ რიგში ორი პატარა ბიჭი ზაზას სახელს ხმამაღლა ყვიროდა. მივუახლოვდი და კითხვაც არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, ვინ იყვნენ: ფაჩულიას ქომაგი დალასელი ებრაელები. 2016 წლის პლაკატი ეჭირათ - "დალასი"-"იუტას" მატჩისა. ზაზას ქომაგები რომ არ ყოფილიყვნენ დღემდე არ შეინახავდნენ, ხოლო ებრაელები რომ არ ყოფილიყვნენ, კასპის მაისურები არ ეცმეოდათ.

Sportall.Ge

7. თელ ავივში რომ მივდიოდი ერთ-ერთ მიზნად ისრაელის ნაკრებისა და "გოლდენ სტეიტის" ფორვარდის ომრი კასპის ინტერვიუს ჩაწერა დავისახე, ისე როგორ წამოვიდოდი ისრაელიდან, ჩემი მშობლიური ქალაქის, კასპის არსებობა არ შემეტყობინებინა. თამაშებისგან თავისუფალ დღეს ამ ინტერვიუს აუცილებლად შემოგთავაზებთ, აქ კი ერთ ფოტოს ვაქვეყნებთ, რომელიც "ფეისბუქზე" ასეთი სათაურით დავდე: "დღეს დაბალი კასპი მოიგებს". ზედმეტად თამამი "პოსტია", მაგრამ მჯეროდა. მჯეროდა საქართველოს ნაკრების, რომელსაც ყველაზე კრიტიკულ მომენტში ძალების საოცარი მობილიზება შეუძლია.

Sportall.Ge

8. მასპინძელი ჩვენთან წაგებით ჯგუფში ჩარჩა... გაზეთებს, ასე უმოწყალოდ ისრაელის გაბრაზებული გულშემატკივრის გარდა არავინ მოეპყრობოდა...

ვაჟა სიმონიშვილი თელ ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სგ ვაჟა, მაგარი სტატიაა'')
0
Group A
სლოვენია
5
5
0
62
10
ფინეთი
5
4
1
18
9
საფრანგეთი
5
3
2
28
8
საბერძნეთი
5
2
3
21
7
პოლონეთი
5
1
4
-3
6
ისლანდია
5
0
5
-126
5
Group B
ლიტვა
5
4
1
67
9
იტალია
5
3
2
24
8
გერმანია
5
3
2
9
8
უკრაინა
5
2
3
1
7
საქართველო
5
2
3
-4
7
ისრაელი
5
1
4
-71
6
Group C
ესპანეთი
5
5
0
145
10
ხორვატია
5
4
1
61
9
მონტენეგრო
5
3
2
11
8
უნგრეთი
5
2
3
-35
8
ჩეხეთი
5
1
4
-85
6
რუმინეთი
5
0
5
-97
5
Group D
ლატვია
5
4
1
48
9
სერბეთი
5
4
1
47
9
რუსეთი
5
4
1
12
9
თურქეთი
5
2
3
8
7
ბელგია
5
1
4
-57
6
დიდი ბრიტანეთი
5
0
5
-48
5
მერვედფინალი მეოთხედფინალი ნახევარფინალი
ნახევარფინალი მეოთხედფინალი მერვედფინალი
სლოვენია
სერბეთი
93:85
ფინალი
2017
ესპანეთი
სლოვენია
72
92
რუსეთი
სერბეთი
79
87
გერმანია
ესპანეთი
72
84
სლოვენია
ლატვია
103
97
საბერძნეთი
რუსეთი
69
74
იტალია
სერბეთი
67
83
გერმანია
საფრანგეთი
84
81
ესპანეთი
თურქეთი
73
56
სლოვენია
უკრაინა
79
55
ლატვია
მონტენეგრო
100
68
ლიტვა
საბერძნეთი
64
77
ხორვატია
რუსეთი
78
101
ფინეთი
იტალია
57
70
სერბეთი
უნგრეთი
86
78
სიახლეები პოპულარული