თორნიკე შენგელია: არ გვინდა, სხვებზე ვიყოთ დამოკიდებულები

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ისრაელთა მატჩის შემდეგ კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

"ჩვენი თავი ჩვენვე ჩავაყენეთ ასეთ სიტუაციაში და ჩვენვე უნდა გამოგვეყვანა. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდებოდა, მაგრამ ვითამაშეთ ჯიგრით, ჭკვიანურად, გულით, ყველაფერი დავდეთ, რაც შეგვეძლო.

თავიდანვე ვთქვით, თამაში რომ მორჩებოდა, უნდა გვცოდნოდა, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო და მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოვიგებდით თუ წავაგებდით. მიუხედავად ამისა, არავის დაგვიშვია აზრად წაგება.

ძალიან ამაყი ვარ თანაგუნდელებით, გულშემატკივრებით... ნამდვილი გულშემატკივრებით, მინდა ხაზი გავუსვა ამას.

შევეცდებით, შემდეგი მატჩიც მოვიგოთ, რადგან არ გვინდა,
სხვებზე ვიყოთ დამოკიდებულები. გვინდა, ჩვენით გადავდგათ ეს ნაბიჯი სტამბოლისკენ", - თქვა შენგელიამ.

- fullbasket-მა თორნიკე შენგელია ევრობასკეტის მე-4 ტურის სიმბოლურში შეიყვანა
მკითხველის კომენტარები / 5 /
თორნიკე შენგელიამ ძალიან გაგვახარა, მაგრამ სხვებს სროლები არ წაუვიდათ.
მეტს მოველოდი მარკოიშვილისგან და ცინცაძესგან. ვერ აგდებდნენ კი არადა, არც ისროდნენ 3- ქულიანებს. ვერ ამარაგებდნენ ცენტრებს პასებით. სანაძე უფრო გაბედული იყო და შედეგიც კარგი აჩვენა.
და ბოლოს, დიქსონი, რომ არა ვერც შენგელია იშენგელიებდა... ერთი კაცი, მეომარი- ვერ იქნება ბრძოლის ველზე.
ასეა ეეს.
09:45 07-09-2017
0

09:44 07-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული