მანუჩარ მარკოიშვილი: ამ მატჩის მოგება 40 წუთშიც შეგვეძლო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მცველმა მანუჩარ მარკოიშვილმა ისრაელთან ევრობასკეტზე გამარჯვების შემდეგ კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

"რა თქმა უნდა, ცოტა ფსიქოლოგიური მომენტი იყო თავიდან, ცოტა ალბათ არეულებიც ვიყავით, თავისუფალი სროლების შესაძლებლობა მივეცით მეტოქეს. სწრაფი გადასვლის დროს ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ.

პირველ ტაიმში 49 ქულა გავუშვით, ანუ ჩვენი დაცვა, ის, რაც დაგეგმილი გვქონდა, არ მუშაობდა, არ ვასრულებდით და ეს იყო გამოსასწორებელი. შემდეგ პერიოდში უკვე თავდასხმაში კარგად მიგვდიოდა თამაში
და მე მგონი, კარგად გამოვიყენეთ ჩვენი უპირატესობები - შიგნიდან თამაში, შემდეგ შიგნიდან გარეთ დროულად გამოტანა და სამქულიანების სროლა. ამ ყველაფერმა საბოლოოდ თავისი შედეგი გამოიღო.

ჩემი აზრით, 40 წუთშიც შეგვეძლო ამ მატჩის მოგება, რადგან ზაზა ფაჩულიაზე ბოლოს ჯარიმა იყო. უბრალოდ, მასპინძლების წინააღმდეგ ვთამაშობდით და მსაჯებმა პატარა უპირატესობა მისცეს.

იტალიასთან მართლა უმნიშვნელოვანესი თამაში გველის. ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს პერიმეტრის გაჩერება. არ მგონია, მათ მაღლებს ჩვენების წინააღმდეგ შანსი ჰქონდეთ", - თქვა მარკოიშვილმა.

- ისრაელი-საქართველო 91:104 - ერთი ომიც! [VIDEO+PHOTO]
- საქართველო VS იტალია - რა შემთხვევაში წავალთ სტამბოლში
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვუყურებ უკრაინა- ისრაელს ფაჩულია უყურებს--უყურე ზაზა უყურე მერე გოლდენ სტრეიტში გამოგადგება ხომ იცი სწავლა სიბერემდეა---- არ დაბლოკოთ...
ემიგრანტი
22:32 06-09-2017
0
ძალიან სწრაფი გუნდია და გაგვიჭირდება,მაგრამ გამარჯვება ჩვენ უფრო გვჭირდება და აუცილებლად გავიმარჯვებთ
სოსო
14:40 06-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული