ისრაელს ფარქვეშ დავჯაბნით, მაგრამ ურთულესი მატჩი გველის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს ჯგუფის მასპინძელ ისრაელის ნაკრებთან.

- ისრაელი VS საქართველო - ყოფნა-არყოფნის საკითხი

თამაშის წინ, საქართველოს ნაკრებთან ერთად ისრაელში მყოფმა ვიქტორ სანიკიძემ, რომელიც გუნდს მიმდინარე ევრობასკეტზე ტრავმის გამო ვერ ეხმარება, Sportall.ge-სთან მომავალ თამაშზე ისაუბრა.

"მეტოქეს გამოკვეთილი ლიდერი ომრი კასპი ჰყავს, რომელიც "გოლდენ სტეიტს" ახლახან შეუერთდა. ის ძალიან კარგი მოთამაშეა და მასზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული...

როგორც ძალიან ბევრ სხვა ქვეყნის ნაკრებს, ჩვენთან თამაშის დროს ისრაელსაც ფარქვეშ ექნება პრობლემები - ჩვენი
ცენტრების წინააღმდეგ. ფარქვეშ თამაშში აშკარად უნდა დავჯაბნოთ ისრაელი, მაგრამ ურთულესი მატჩი გველის - მაინც სახლში თამაშობენ, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე. მოიგეს მნიშვნელოვანი თამაში გერმანიასთან და შანსი გაუჩნდათ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად...

როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის, გადამწყვეტი შეხვედრაა და ათმაგად მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ ამ თამაშს", - თქვა ვიქტორმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოაშორეთ ეს ცინცაძე მოედნიდან!!!!!
ზაალ
23:08 05-09-2017
0
იწყება.გამარჯვება ბიჭებო.მხოლოდ გამარჯვება.
სოსო
22:15 05-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული