ისრაელი VS საქართველო - ყოფნა-არყოფნის საკითხი

AutoSharing Option
დღეს, 5 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში მეოთხე შეხვედრას ჯგუფის მასპინძელ ისრაელის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა თელ-ავივში თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

შეხვედრა ორივე ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია - ორივე გუნდს თითო მოგება და ორ-ორი წაგება აქვს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ისრაელში გამოსვლა ლიტვასთან გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ კი გერმანიასა და უკრაინასთან წააგო.

თუკი დღეს ილიას ზუროსის გუნდი ისრაელს დაამარცხებს, პლეი-ოფისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს, წაგების შემთხვევაში კი მერვედფინალში გასვლის შანსი მინიმუმამდე მცირდება. ეს
კარგად ესმით ქართველ კალათბურთელებს. ისიც იციან, რომ ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება, აუცილებელია, შეხვედრას ნათელი გონებითა და დიდი ენერგიით შეხვდნენ.

გუშინ, საღამოს 20:30 საათზე (ისრაელის დროით), საქართველოს ნაკრებმა "თელ-ავივ არენაზე" ივარჯიშა. ჩვენი გუნდის კალათბურთელები მეტად ხალისიანად ეკიდებოდნენ საქმეს. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გერმანიასთან და უკრაინასთან წაგებები დავიწყებული აქვთ (დროებით მაინც) და ისრაელთან მატჩს სათანადოდ მომზადებულები ხვდებიან.

რაც შეეხება ენერგიას, ფიზმომზადების მწვრთნელ ავთო ბერიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ერთდღიანი დასვენება გუნდისთვის აუცილებელი იყო, ძალებიც მეტ-ნაკლებად კარგად აღიდგინეს, რაც ისრაელთან მატჩში უნდა დაეტყოს კიდეც. მწვრთნელი, ილიას ზუროსი კი სიურპრიზებს დაგვპირდა. რა სიურპრიზები იქნება, დღეს ვნახავთ.

- ილიას ზუროსი: ისრაელს ამის უფლება არ უნდა მივცეთ...
- კასპი: საქართველოსთან იმაზე მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე შეგვიძლია

საქართველოს ნაკრები
N მოთამაშე ასაკი სიმაღლე კლუბი
3. მაიკლ დიქსონი 27 186 სტრასბურგი
4. გიორგი გამყრელიძე 31 185 ტიტები
6. ანატოლი ბოისა 33 194 ქუთაისი
7. ზაზა ფაჩულია 33 211 გოლდენ სტეიტი
8. გიორგი ცინცაძე 31 193 ქუთაისი
9. გიორგი შერმადინი 28 216 უნიკახა
10. დუდა სანაძე 25 196 თავისუფალი აგენტი
11. მანუჩარ მარკოიშვილი 30 196 რეჯიო ემილია
17. მიხეილ ბერიშვილი 30 203 დინამო
23. თორნიკე შენგელია 25 207 ბასკონია
35. გოგა ბითაძე 18 212 მეგალექსი
99. ილია ლონდარიძე 27 205 დინამო.

მთავარი მწვრთნელი: ილიას ზუროსი.
მკითხველის კომენტარები / 10 /
Chveni gundi rasac 7 kacit aketebs namdvilad dasafasebelia da sjobs gavamxnevot bichebi da kargi iqneba satadarigiebsac tu micems cota dros londaridze da beridhvili xandaxan maic unda gamoiyenos mwvrtnelma da energiac daizogeba. Warmatebebi bichebs
Gioo
17:34 05-09-2017
0
გადით საქართველოსთვის და მოიგეთ! იცოდეთ, რომ თამაშის დროს მთელი ქვეყანა თქვენს გვერდითაა!
Barba
17:28 05-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული