ევგენი მურზინი: საქართველო ტურნირს შვიდი კალათბურთელით ატარებს

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2017-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების დამმარცხებელი უკრაინელთა ეროვნული გუნდის თავკაცმა ევგენი მურზინმა განაცხადა, რომ მეტოქეს მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს, რაც სათანადოდ გამოიყენეს:

 

„მინდა გამარჯვება მივულოცო ყვეელას, ვისაც ჩვენი სჯეროდა. ძალიან მძიმე მატჩი გამოვიდა. საქართველოს ერთობ ძლიერი, გამოცდილი გუნდი ყავს, მისი კალათბურთელები ერთად დიდი ხანია თამაშობენ. თუმცა, ტურნირს პრაქტიკულად მხოლოდ შვიდი კალათბურთელით ატარებენ.

 

ჩვენი მიზანი მოედნის ყოველ მონაკვეთზე ბრძოლა და ვიზავიზე ზეწოლა გახლდათ. ამაყი ვარ. ეს ჩვენი პირველი მოგებაა.

 

კრავცოვი ზურგის ტრავმის გამო გამოგვაკლდა და ერთი ცენტრალური თავდამსხმელის ამარა

დავრჩით. მაინც ვიბრძოლეთ და შედეგს მივაღწიეთ. იმედია, ის ლიტვასთან თამაშს შეძლებს.

 

იტალიასაც გავუძალიანდით, მაგრამ 40 წუთი კონცენტრაცია ვერ მოვახერხეთ.

 

დღეს დიდი სამუშაო შევასრულეთ - 23 ზუსტი გადაცემა შესანიშნავი მაჩვენებელია".

მკითხველის კომენტარები / 12 /
სანიკიძე რატო არ თამაშობს?
zaal
15:26 04-09-2017
1
daviviwyot wagebebi da momval tamashebze vipiqrot
zali
15:24 04-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული