ეს იყო სულელური დასკვნა - ლიტველები საქართველოს ნაკრებთან წაგებაზე

AutoSharing Option
ევრობასკეტი 2017-ის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სენსაციურად დაამარცხა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ლიტვა 79:77 დაამარცხა. ლიტვურ მედიაში ამ მატჩს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

15min.lt დეტალურად წერს, როგორც მატჩის შესახებ ის მოედანს მიღმა განვითარებულ მოვლენებზე. კომენტარებს აკეთებენ კალათბურთელებიც.

გუნდის ცენტრმა იონას ვალანჩუნასმა განაცხადა, რომ საქართველოსთან მატჩი არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი დიდ მარათონში, ასე რომ, ყველაფერის გამოსწორება შეიძლებაო.

მანტიას კალნიეტისი (ლიტვის ნაკრების კაპიტანი): "მარცხის ორი მთავარი მიზეზი იყო - კონცენტრაციის დაკარგვა შეტევასა და დაცვაში. ჯერჯერობით არ ვართ საუკეთესო ფორმაში, შეცდომებმა კი მატჩი წაგვაგებინეს.

მეორე დიდი მიზეზი მარცხის დაცვაში სულელური მოსაზრება იყო - ჩვენ თამაშამდე დარწმუნებული ვიყავით, რომ თითქმის ყველა ქართველ კალათბურთელს მარჯვნიდან სროლა უადვილდებათ - ეს ეხება ორივე პერიმეტრის მოთამაშესა და "დიდებსაც", აღმოჩნდა, რომ ისინი მარჯვენა ხელზეც საკმაოდ ბევრ პრობლემას გვიქმნიდნენ. მოკლედ ჩვენი წინასწარი დასკვნა სულელური აღმოჩნდა".

მარტინას გეჩევიჩიუსი (ლიტვა): "ვერ ავასრულეთ გეგმა, მათ თავიანთი თამაშის სტილი მოგვახვიეს თავს და ეს იყო დიდი პრობლემა. წარმოიდგინეთ, თითქმის 80 ქულა ჩაგვიგდეს. ვფიქრობ, ბოლო წამზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩავარდნილიყო, თამაშს ვიგებდით".

თავად გამოცემამ საქართველო-ლიტვის მატჩის მიმოხილვა ასე დაასათაურა: "ევრობასკეტის სტარტი ნერვების ომი გამოდგა, რომელიც დრამატული მარცხით დასრულდა".

ლიტვური ტელევიზიის, LRT TV-ის შოუზე თავიანთ მოსაზრებებს ამბობდნენ ლიტველი სპეციალისტები: რიმანტას ენდრიაიტისი, რიუტენის პაულაუსკასი და ტომას პაჩესასი.

პაჩესასი: "ჩვენმა ლიდერებმა საკმარისად კარგად ვერ ითამაშეს. ჩვენ დაცვაში ბრძოლა დავთმეთ".

ენდრიაიტისი: "დავაკვირდი, ჩვენი კალათბურთელები საკმაოდ კარგ სასროლ პოზიციაზე გადიდოდნენ და შემდეგ ვერ ასრულებდნენ ყველაფერს ლოგიკურას".

პაულაუსკასი: "ლიტვური კალათბურთის აქილევსის ქუსლად ისევ რჩება ერთმანეთთან კომუნიკაცია, მოტეიუნასის გამგზავრებამ და შემდეგ გმირულმა დაბრუნებამ გუნდში ქაოსი გამოიწვია".

დაინიუს ადომაიტისი (ლიტვის ნაკრების თავკაცი): "ასეთ თამაშში ყოველ ქულას, ყოველ სროლას დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ კი ზედმეტი ფოლები მივიღეთ, რის გამოც მათ 9 ქულა იოლად მოიპოვეს. მცირე დეტალების წაგებამ მატჩი წაგვაგებინა. რაც შეეხება შენგელიას, ის ინდივიდუალურად ძლიერი და სწრაფი მოთამაშეა".
მკითხველის კომენტარები / 7 /
გერმანიასთან გამოჩდა ........ დაანებეთ თავი ტრაბახს.
გელა
12:27 03-09-2017
3
გიორგის დავეთანხმები - აღიარონ რომ ვუგებთ, ამხანაგურსაც, ევრობასკეტზეც და ნუ მიედ- მოედებიან შეცდომებზე და ა.შ. მშვენიერი თამაში ითამაშა ლიტვამ, მაგრამ კლასით მოვუგეთ. აღიარონ!))
დათო
16:10 02-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული