ევრობასკეტი 2017: ბელგიამ და ხორვატიამ მოგებით დაიწყეს

AutoSharing Option
პირველ სექტემბერს ევრობასკეტი 2017-ის D და C ჯგუფების პირველი მატჩები გაიმართა.

ბელგიამ D ჯგუფში დიდი ბრიტანეთი ანგარიშით 103:90 დაამარცხა. ბელგიელთა მხრიდან 21 ქულით მაქსიმ დე ზუე გამოირჩა, ხოლო ბრიტანეთიდან ასევე 21 გაბე ოლასენმა ჩააგდო, რასაც 11 მოხსნაც მიამატა.

C ჯგუფში ხორვატიამ უნგრეთს ანგარიშით 67:58 სძლია. ხორვატებს ბოაინ ბოგდანოვიჩმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული