ევრობასკეტს მილოშ ტეოდოშიჩიც გამოაკლდა

AutoSharing Option
მოახლოებულ ევრობასკეტს კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდა. სერბეთის ნაკრებს კონტინენტის პირველობაზე თავისი მთავარი გამთამაშებელი მილოშ ტეოდოშიჩი არ ეყოლება. როგორც ირკვევა, სერბების კაპიტანი ვერ მოასწრებს სრულად გამოჯანმრთელებას რამდენიმე ტრავმისგან, რომელიც ამ ზაფხულს აწუხებდა.

"სამწუხაროდ, ტრავმები არ აძლევს ტეოს საშუალებას, სრულ მზადყოფნაში შეხვდეს ევრობასკეტს. ამგვარ შეფასებას იძლევა როგორც ჩვენი გუნდის სამედიცინო შტაბი, აგრეთვე, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წარმომადგენლები. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მოთამაშეების ჯანმრთელობაზე, ამიტომაც ერთობლივად მივიღეთ ტურნირის გამოტოვების გადაწყვეტილება. მან მრავალი წელი შესწირა გუნდს და ყოველთვის უნდოდა მის რიგებში თამაში, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ
სურვილი საკმარისი არაა", - განაცხადა სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯორჯევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ 2017-18 წლების სეზონიდან ტეოდოშიჩი NBA-ში იწყებს კარიერას - ის ამ ზაფხულს "კლიპერსის" მოთამაშე გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული