ნიკოლა მიროტიჩი ევრობასკეტზე არ იქნება

AutoSharing Option
ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების ფორვარდმა, ნიკოლა მიროტიჩმა გადაწყვიტა არ ითამაშოს 2017 წლის ევრობასკეტზე და მთელი ყურადღება საკუთარ საკლუბო კარიერაზე გადაიტანოს, - ამის შესახებ ესპანეთის კალათბურთის ფედერაცია წერს.

26 წლის კალათბურთელს "ჩიკაგოსთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ჯერაც უკლუბოდ არის დარჩენილი.

გასულ სეზონში მიროტიჩმა 70 მატჩი NBA-ის რეგულარულ სეზონში ჩაატარა და საშუალოდ, 10.6 ქულა და 5.5 მოხსნა დააგროვა.

მიროტიჩს ევროპის ჩემპიონატი მოგებული უკვე აქვს. მან ეს ბოლო გათამაშებაში, საფრანგეთში მოახერხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული