შენგელიას "ბასკონიამ" "ფენერბახჩესთან" მეორე მატჩიც წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის პლეი-ოფის მეორე მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სტამბულში "ფენერბახჩესთან" 89:85 დამარცხდა.

მასპინძლები თავიდანვე დაწინაურდნენ, შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს და სერიაში 2:0-ს იგებენ. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი მატჩი 82:73 დასრულდა.

თორნიკემ 23:00 წუთში 12 ქულა ჩააგდო (8-დან 6 ორქულიანი, 1-დან 0 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, მატჩის დასასრულს მე-5 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 13 იყო.

ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 19 ქულით ბრედ უონაიმეიკერი (ფენერბახჩე) იყო, ხოლო "ბასკონიადან" ყველაზე მეტი, 17 ქულა მეტ ჯენინგმა ჩააგდო.

მესამე
შეხვედრა 24 აპრილს ვიტორიაში გაიმართება. შეგახსენებთ, სერია 3 მოგებამდეა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული