საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ვენაში, ავსტრიასთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის სათამაშოდ გაემგზავრა.

ეროვნული ნაკრების კალათბურთელები თბილისის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისით, 10:20 საათზე გაემგზავრნენ.

ნაკრებში გამოძახებული 12 წევრიდან თბილისიდან ვენაში 11 კალათბურთელი გაემგზავრა. მაიკლ დიქსონი გუნდს ავსტრიაში შეუერთდება.

ილიას ზუროსს ვენის არენაზე ვარჯიში დღეს, 18:00 საათზე აქვს დაგეგმილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ვენაში ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ჩაფრინდებიან და საღამოს ვარჯიშისთვის დაისვენებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 პოლიტექნიკა (რუმინეთი)
მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 ბაჰჩეშეჰირი (თურქეთი)
მიხეილ ბერიშვილი
ფორვარდი 203 დინამო
გოგა ბითაძე ცენტრი 211 მეგა ბიმაქსი (სერბეთი)
ილია ლონდარიძე ცენტრი 206 დინამო
ანატოლი ბოისა უკანახაზელი 194 კაკტუსი
ნიკა ცქიტიშვილი ფორვარდი 213 ბიბლოსი (ლიბანი)
ლევან ფაცაცია უკანახაზელი 198 მარნეული
აკაკი დვალიშვილი ცენტრი 207 ქუთაისი
ნიკა დარბაიძე ფორვარდი 203 ოლიმპი
მერაბ ბოქოლიშვილი უკანახაზელი 194 ოლიმპი
რეზო ჩაჩანიძე ფორვარდი 190 რუსთავი

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული