ვლადიმერ ბოისა: გულშემატკივრებს მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში, დღეს ვლადიმერ ბოისამ და ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოს ნაკრების დანაკლისზე ისაუბრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის
ვიცე პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ.

- პირველ რიგში თქვენ იცით რა სიტუაციაა, მოგვიწევს ევროლიგის მოთამაშეების გარეშე თამაში. პირველად ხდება რომ ჩარტერით მივდივართ ავსტრიაში და ეგრევე ვბრუნდებით უკან, რომ დავისვენოთ და მოვემზადოთ გერმანიის წინააღმდეგ.

"ბასკონია" არის გუნდი რომელმაც ევროლიგის დაარსებაში მიიღო მონაწილეობა და თორნიკე შენგელიას პრინციპულად არ გამოუშვებდა , რაც შეეხება "უნიკახას" მალაგას მერი იყო ჩართული რომ შერმადინი გამოეშვათ. ჩასულიც ვიყავით, საქართელოს ელჩიც იყო ჩართული ამ საქმეში, მაგრამ ვერ მოხერხდა შენგელიასა და შერმადინის გამოშვება.

გულშემატკივრებს მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს და წინასწარ
იყიდონ ბილეთები. რადგან თუ ავსტრიაში გავიმარჯვებთ, შემდეგ ძალიან რთული იქნება ბილეთების მოძიება. ახლა ნაკრებს ყველაზე მეტად ქომაგის
მხარდაჭერა ჭირდება. იმედი მაქვს ორივე მატჩს გამარჯვებით დავასრულებთ.



მკითხველის კომენტარები / 5 /
გასაგებია გულშემატკივრები ვართ და გული გვწყდება შექმნილი მდგომარეობის გამო, მაგრამ ის რაც ბიჭებმა გააკეთეს არ უნდა დავივიწყოთ. ნაკრები რა დონიდან სადამდე გაქაჩეს, ევროკალათბურთში ანგარიშგასაწევ ძალად აქციეს. ზაზას ასე მოხსენიება, რბილად რომ ვთქვათ, კარგი არ არის. მე მგონია, რომ ასეთი დაუქფირებელი კომენტარების და დაუფასებლობის გამო, რომელიც ატყდა ევრობასკეტის შემდეგ, დატოვა ვიქტორმა ნაკრები. ნუ ვიქნებით უმადურები და ისეთ რამეს ნუ დავმართებთ ქართულ კალათბურთს, რაც თავის დროზე ქართულ ფეხბურთს გავუკეთეთ. მეც მქვს ჩემი ეჭვები, რაც ფედერაციის არჩევნებს უკავშირდება, მაგრამ ეს ჩემი გულშემატკივრის ეჭვებია და არაფერი ფაქტი არ მაქვს იმისა, რომ გავბედო და ვინმე პიროვნულად დავადანაშაულო. ბოდიშის მოხდით სხვასაც იგივეს ვურჩევ. ჩვენ ბიჭებს კი წარმატებებს ვუსურვებ.
gizog
16:50 19-02-2018
0
გიორგი თვალაბეიშვილი ''ანდორადან'' რატომ არ ჰყავთ გამოძახებული, ხომ არ იცით ვინმემ?
gizog
16:03 19-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული