გოგა ბითაძის 8 ქულა და 9 მოხსნა FMP-სთან 2 ქულით მოგებულ მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ადრიატიკის ლიგის მე-20 ტურში გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსმა" მეტად დაძაბულ მატჩში 74:72 დაამარცხა FMP.

გოგა თავის გუნდს 21:43 წუთში 8 ქულითა (3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო) და 9 მოხსნით შეეწია. მან 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი, ერთხელ დაუფარა მეტოქეს და 4 პერსონალური მიიღო.

ამ შეხვედრის ყველაზე შდეგიანი მოთამაშე 20 ქულით მისი თანაგუნდელი იარმაზი გახდა, ხოლო მეტოქე გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა (18-18) კოვიჩმა და პოტმა ჩააგდეს.

"მეგა ბიმაქსი" 7 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული