Fiba.com: "საქართველო, შენ უკეთესი ხარ, ვიდრე სტატისტიკიდან ჩანს"

AutoSharing Option
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ საიტზე მსოფლიო ჩემპიონატის მიმოხილვა გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრებზეცაა საუბარი.

"2 თამაშიდან 2 მარცხი? ეს არაფერია - საქართველო, შენ უკეთესი ხარ, ვიდრე ამ სტატისტიკიდან ჩანს!

ქართველებს, დუდა სანაძის და გიორგი ცინცაძის დაბრუნების შემდეგ საშინაო თამაშების მოგების დიდი შანსი ექნებათ.

იქნება თებერვალში ცხრილის სტატისტიკაში 2 მოგება და 2 მარცხი? ყველაფერს მალე ვნახავთ", - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას ჩაატარებს.

გასვლით მატჩში ქართველები ავსტრიას 22 თებერვალს დაუპირისპირდებიან, ხოლო 25 თებერვალს გერმანიას უმასპინძლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული