ჯამლეტ ხუხაშვილი: შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე ვერ მოვხვდეთ, მაგრამ...

AutoSharing Option
ჯამლეტ ხუხაშვილი ცნობილი სპორტული კომენტატორია, რომლის აზრი კალათბურთთან დაკავშირებით ყოველთვის საინტერესოა.

Sportall.ge მას დაუკავშირდა და საინტერესო თემების შესახებ ესაუბრა.

ჯამლეტ ხუხაშვილმა კალათბურთის ფედერაციის არჩევნების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა, სხვა საკითხები კი საკმაოდ ვრცლად განიხილა.

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებზე
- რომელი ნაკრებიც უნდა ჩავარდნილიყო ამ მდგომარეობაში, დიდი წნეხი იქნებოდა. თუმცა, არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ორი ნაკრები ჰყავდათ და ჰყავთ და მაინც უჭირთ ხოლმე 12 კაცის დასახელება, რადგან ყველა ერთი დონისაა, რასაც ვერ ვიტყოდით ჩვენს ნაკრებზე.

ჩვენს ახალ ნაკრებს მთლიანი ხუთეული გამოეცალა
(გიორგი შერმადინი, ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე), კალათბურთელები, რომლებზეც ბოლო წლებში გადაიარა ძირითადმა დატვირთვამ.

აქედან გამომდინარე, ცოტა რთული იყო, გასულ ორ შეხვედრაში რაიმე შანსი გვქონოდა. მიუხედავად ამისა, ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა ჩვენმა ნაკრებმა და შეიძლება სასწაულიც მოეხდინა.
რადგან ასეთი აზრი გვიჩნდება, რომ სასწაულის მოხდენა შეგვეძლო, ანუ ჩვენი ბიჭები თავს არასდროს შეირცხვენენ, რაიმე დიდ წარმატებაზე ფიქრი ცოტა არასერიოზული იქნება, მაგრამ ის, რომ ასეთ დროს, როდესაც ლიდერები გამოეყოფიან გუნდს, აი, მერე გამოჩნდება ხოლმე სხვა კალათბურთელი...
ჩვენმა ნაკრებმა დაიწყო სულ სხვა სტილით თამაში და ამ თამაშებში დავამტკიცეთ, რომ სხვა ნიუანსებითაც ქართულ კალათბურთს შეუძლია გააოცოს ხალხი.

ერთი მხრივ, კარგია, რომ ევროლიგის კლუბებმა კალათბურთელები არ გამოუშვეს. ამით ახალგაზრდა მოთამაშეებს უფრო მეტი შანსი მიეცემათ.

ჩვენ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე ვერ მოვხვდეთ, მაგრამ გამოჩნდებიან ისეთები, ვინც უნდა იტვირთოს საქართველოს ნაკრების მომავალი.
  • ილიას ზუროსის შესახებ
- ილიას ზუროსი არის ძალიან კომუნიკაბელური და მეგობრული ადამიანი. მასთან ძმური ურთიერთობა მაქვს და მის ადამიანურ მხარეს ძალიან ვაფასებ.

ერთი, რაც არ მომწონს... მე უფრო გაწონასწორებული მწვრთნელების მომხრე ვარ, ისეთი, როგორიც იყო კოკოშკოვი. მე მათ მოქმედებებზე ვსაუბრობ და არ დონეზე.

ყველა მწვრთნელს თავისი ხელწერა აქვს... ილიას ზუროსი თამაშის მომენტში რომ არ გამოდიოდეს წყობილებიდან და ზედმეტ ენერგიას არ ხარჯავდეს, კარგი იქნება ჩვენთვისაც და მისთვისაც.
მიუხედავად ჩემი ხაზგასმული მინუსისა, ილიას ზუროსი მაინც ძალიან მომწონს.
  • ბავშვთა კალათბურთზე
ბავშვთა კალათბურთი საქართველოში რომ წინ წავიდა, ამაში ეჭვი ალბათ არავის ეპარება. მიმდინარეობს შეჯიბრებები ყველა ასაკობრივ ჯგუფში. თუ ადრე ორი ასაკი იყო გაერთიანებული, ახლა ეს ცალ-ცალკეა.
ყველა სკოლა დატვირთულია როგორც საჯარო, ისე საკალათბურთო. რა თქმა უნდა, საჭიროა უფრო მეტი დარბაზის გაკეთება და სასიამოვნოა, რომ რიგია ბავშვების, რომლებსაც საკალათბურთო სკოლებში შესვლა უნდათ.

არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ძალიან ბევრი ბავშვი ჰყავთ კალათბურთში, მაგრამ ვერაფერს ვერ იგებენ... ჩვენთან საქართველოში კი ნიჭიერი ბავშვები იბადებოდნენ და დაიბადებიან.

ერთ-ერთი ასეთი ბითაძეა, რომელსაც ალბათ მალე ვიხილავთ NBA-ში.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ზვიად-ეგ კბილის პასტაა თუ არა არ ვიცი,ეს რომ ყველას ეტენება ნაღდად ვიცი.
auuuuuuu
13:29 10-02-2018
0
ღმერთმა ქნას! უფრო სწორად ჩვენმა კალათბურთელებმა ქნან ! :D :D
გგგ
17:36 04-01-2018
0

სიახლეები პოპულარული