საქართველო ჩემი მეორე სახლია - 10 ფაქტი მაიკლ დიქსონის შესახებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის გამთამაშებელი მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრების ლიდერია.

მაიკლ დიქსონის დამსახურებაა, რომ საქართველოს ნაკრები, ძალიან დიდი დანაკლისის მიუხედავად, ბოლომდე ებრძოლა გერმანიისა და სერბეთის ნაკრებებს.

10. მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან თამაშობს. 12 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული, საშუალოდ მისი მონაგარია: 17.6 ქულა, 2.8 მოხსნა და 5.1 შედეგიანი გადაცემა.

Sportall.Ge

9. ის საქართველოს ნაკრებში თავიდან ევროპული პასპორტისთვის მოვიდა, რათა ვეროპულ კლუბებში ამერიკელთა ლიმიტში არ მოხვედრილიყო. შემდეგ კი პირადი სურვილით დარჩა და საქართველოს ნაკრების ლიდერად იქცა.

Sportall.Ge

8. მაიკლ დიქსონი ამერიკაში, კანზას
სიტიში, მისურის შტატში 1990 წელს დაიბადა. ქალაქში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამ ქალაქს NBA-ში კლუბი არა ჰყავს, გამორჩეული სპორტი ამერიკული ფეხბურთი და ბეისბოლია.

Sportall.Ge

7. მაიკლ დიქსონის კარიერა მისურის უნივერსიტეტის კლუბ "მისურის ვეფხვებში" დაიწყო. შემდეგ უკვე მისით მემფისის უნივერსიტეტი დაინტერესდა და დიქსონი "მემფისის ვეფხვებში" გადავიდა. 2014 წელს, როცა მისით NBA-ს ბოსები არ დაინტერესდნენ, მაიკლმა ევროპაში ლიტვას მიაშურა.

Sportall.Ge

6. მაიკლ დიქსონი საქართველოში ნაკრების წევრობამდეც იმყოფებოდა. საქართველოში პირველად ჩეხეთის "ნიმბურკთან" ერთად იყო, VTB ლიგაში მაშინ "ვითას" დაუპირისპირდა. დიქსონი ჩეხურ "ნიმბურკში" გუნდის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. მაიკლმა VTB-ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 14.4 ქულას, 2.7 მოხსნას, 4.6 პასს და 1.4 ჩაჭრას აგროვებდა.

სურათზეა მაიკლ დიქსონი და მერაბ ბოქოლიშვილი, ერთ დროს მეტოქეები დღეს ერთი ნაკრების ღირსებას იცავენ. ამ შეხვედრაში დიქსონმა 13 ქულა, ხოლო ბოქოლიშვილმა 4 ქულა მოაგროვა.

Sportall.Ge

5. მაიკლ დიქსონი მორწმუნეა. სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით მის მიერ გამოქვეყნებულ რელიგიურ პოსტებს, მაგალითად, ბოლო ასეთი იყო: "დაიმდაბლე საკუთარი თავი და სხვები შენზე წინ დააყენე. ჩვენ საშუალება უნდა მივცეთ ღმერთს, რომ ჩვენი სიცოცხლე ქრისტესკენ შემოატრიალოს და მას მივბაძოთ. ქრისტეს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი შემოიძარცვა და ღატაკი შეიქნა. ღმერთმა საკუთარი თავი დაიმდაბლა და ჩვენთვის დედამიწაზე ჩამოვიდა ზეციდან, სამოთხიდან და ადამიანის მსგავსი ფორმა მიიღო."

Sportall.Ge

4. 2016 წელს მაიკლ დიქსონი საბერძნეთში დააკავეს. სპორტსმენი ათენის გარეუბან მენდიში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც 47 წლის ქალბატონის მანქანას დაეჯახა. ეს უკანასკნელი კი დასუფთავების სამსახურის 64 წლის თანამშრომელს შეეჯახა, რომელიც გარდაიცვალა. პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილენი დააკავა. მაიკლ დიქსონს სისხლის ანალიზი აუღეს. მის სისხლში ალკოჰოლის ან რაიმე სხვა ნივთიერების კვალი ვერ აღმოაჩინეს და კალათბურთელი დროებითი დაკავების იზოლატორიდან მაშინვე გაათავისუფლეს.

Sportall.Ge

3. დიქსონის რჩეულია სოფია კოცოპულუ, რომელიც საბერძნეთიდან არის. მას ბერძენ კიმ კარდაშიანსაც კი უწოდებენ მისი ფოტოების გამო, რომელსაც "ინსტაგრამზე" დებს.

წყვილმა სასიყვარულო ურთიერთობა "ფეისბუქზე" 2017 წლის პირველ მაისს დააფიქსირა და ამ დღის შემდეგ ერთად არიან. ლამაზმანი საქართველოშიც იმყოფებოდა და საქართველოს ნაკრების მატჩსაც დაესწრო.

Sportall.Ge

2. რომელი ქართული კერძი უყვარს მაიკლ დიქსონს? - "განსაკუთრებით პურში ჩადებული ყველი მომეწონა... მაშინ სახელი ვერ დავიმახსოვრე. თუნდაც ამისთვის ღირდა მეორედ ჩამოსვლა. დიახ, დღეს, როდესაც უკვე ქართველი ვარ, ხაჭაპური ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია".

Sportall.Ge

1. დიქსონისთვის საქართველო მეორე სამშობლოდ იქცა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ის ჩვენს ნაკრებში დარჩა და ვერასდროს იტყვი, რომ მან ბოლომდე არ ითამაშა. მისი დამოკიდებულება ასეთია: "კალათბურთის თამაში ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ამ ლამაზ ქვეყანაში მიწევს ამის კეთება. ჩემი აზრით, ჩვენი ნაკრების მთავარი ამოცანა ერთად ყოფნა და ერთმანეთის მხარდაჭერაა. საქართველო ჩემი მეორე სახლია."
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეგ ყველაზე მებრძოლი მოთმაშეა კარგი იქნება მისი კაპიტნობაც
ამანსიო
12:45 02-12-2017
0
არა მგონია რომ ბევრ ევროპულ ქვეყანას მისთვის უარი ეთქვათ მათ ნაკრებში თამაშის სურვილის გამო, კარგი ბიჭია და კარგი კალათბურთელი ( რატომღაც ფეხბურთელი "Qართველი" ჯიქია გამახსენდა}
ალეკო
12:15 02-12-2017
1
სიახლეები პოპულარული
მ/ჩ. შესარჩევი
#
გუნდი
4
ავსტრია
2
0
2
-62
2