კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ილიას ზუროსი: იმედია, მომავალ წელს სრული შემადგენლობით ვითამაშებთ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე სერბეთთან დამარცხების (87:105) შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განვლილი მატჩზე ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა:

"სერბეთს ძალიან კარგი მწვრთნელი და კალათბურთელები ყავს. მე იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს სრული შემადგენლობით ვითამაშებთ. რატომ ავიღე ტაიმ-აუტი შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე? ჩვენ შესათამაშებლად არც ისე დიდი დრო გვაქვს. მინდოდა რაღაც კომბინაცია გამეთამაშებინა. აქ მეტოქის უპატივცემულობაზე არაა ლაპარაკი. პირიქით, მე პატივს ვცემ თქვენს გუნდს

შემადგენლობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გვქონდა. ბევრი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. სამწუხაროდ, ძლიერ ჯგუფში მოვხვდით.
დიქსონმა მაგრად ითამაშა, მაგრამ მხარდაჭერა ნაკლები ქონდა.

შემდეგი მატჩი ავსტრიასთან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. სერბეთმა დამსახურებულად გაიმარჯვა. წარმატებას გისურვებთ".
ასევე დაგაინტერესებთ