საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა გერმანიაში ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა გერმანიაში პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ილიას ზუროსის განკარგულებაში 11 კალათბურთელი იყო. ნაკრებს მანუჩარ მარკოიშვილი შუა დღეს შეუერთდა, რომელიც გერმანიის ქალაქ ქემნიცში იტალიიდან ჩამოვიდა, ხოლო მაიკლ დიქსონს რეისი საღამოს ჰქონდა და დანიშნულების ადგილზე გვიან ღამით ჩამოვიდა.

ვარჯიშს აღდგენითი ხასიათი ჰქონდა. მგზავრობის შემდეგ მწვრთნელებმა მოთამაშეები დიდად არ დატვირთეს. მეტი ყურადღება დაეთმო ფიზმომზადების მწვრთნელის სპეციალურ ვარჯიშებს, ხოლო ილიას ზუროსმა გუნდი კომბინაციებზე ამუშავა.

საქართველოს ნაკრებმა 22 ნოემბერს პირველი ვარჯიში რიჩარდ ჰარტმანის დარბაზში გამართა, ხოლო დღეს ქართველები იმ არენაზე ივარჯიშებენ, სადაც 24-ში გერმანიასთან
მატჩი გაიმართება - "მესეჰალე ერფურტში".

- საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული - ვის აირჩევს ილიას ზუროსი?
- ვინ ვერ დაეხმარება საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მატჩებში

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული