რევაზ როგავა: დიდი ხანი ველოდებოდი შანსს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ახალწვეულმა რევაზ როგავამ დიღმის ბაზაზე ღია ვარჯიშის შემდეგ მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა

"10 დღიანი მომზადება გავიარეთ და დავხვეწეთ ყველა დეტალი, რომელიც შეიძლება დაგვჭირდეს. ყველა შანსის გამოყენებას ვეცდებით, მითუმეტეს ასეთი გუნდების წინააღმდეგ და ასეთ მნიშვნელოვან დროს.

მზად ვარ საბრძოლველად, იმიტომ რომ გუნდში გვყავს გამოცდილი კალათბურთელები, ვისი იმედიც გვაქვს და ჩვენც შევეცდებით შევიტანოთ ჩვენი მცირე წვლილი.

მწვრთნელი კონკრეტულ დავალებებს მაძლევს და კონკრეტულ რაღაცეებს ითხოვს. აბსოლიტურად სხვანაირი დატვირთვა მექნება, იმიტომ რომ ნაკრები სხვანაირ სათამაშო სტილზე გადადის.

დიდი ხანი ველოდებოდი შანსს და
პასუხისმგებლობით მოვეკიდები აუცილებლად.

დარწმუნებული ვარ, კონცენტრაცია ამ თამაშზე მთავარი იქნება და გადამწყვეტ როლს ითამსებას. ის დავალებები, რასაც მოგვცემენ კონკრეტულ მატჩებზე, სწორად უნდა შევასრულოთ".

- ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა
დაასახელა
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ჩვენც შევეცდებით შევიტანოთ ჩვენი მცირე წვლილი
მოგებას აპირებენ მცირე წვლილით!
Freid
11:18 22-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული