ილიას ზუროსი: უშეცდომოდ უნდა ვითამაშოთ და ძალიან დიდი ყურადღებით

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა დიღმის ბაზაზე ღია ვარჯიშის შემდეგ მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ჩვენ ვეთამაშებით უმაღლესი დონის გუნდებს, ვიცით თუ როგორი ნაკრებებია გერმანია და სერბეთი. საქართველოს ნაკრები კი ნაკლებად გამოცდილი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული, ეს არის ჩვენი გუნდისთვის გამოწვევა და იმ ახალგაზრდებისთვის, რომელსაც მივეცით შანსი.

რა შემიძლია ვთქვა მეტოქეზე? გერმანიის ნაკრებს საკმაოდ ძლიერი კალათბურთელები ჰყავს, რომელთანაც ჭიდილი რთული იქნება. ხოლო სერბეთი კი, ყველა ტურნირში სადაც გამოდის, საუკეთესო სამეულშია.

უშეცდომოდ უნდა ვითამაშოთ და ძალიან დიდი ყურადღებით. ნაკრები
ბოლომდე დაიხარჯება და იმედია რაღაც გამოგვივა.

ძალიან დიდი დანაკლისია გიორგი ცინცაძის, დუდა სანაძის და ბექა ბურჯანაძის არ ყოფნა, მათ ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნიათ ტოპ გუნდებთან თამაშის.

გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სერბეთის ნაკრებს ევროლიგის კალათბურთელები დაეხმარებიან, არამგონია მართალი იყოს. არავის შეუძლია თამაში, ვინც ევროლიგის კლუბებში ასპარეზობს.

ეს საკალათბურთო დაპირისპირება კარგი გამოდგა ახალწვეულებისთვის, მათ შანსი მიეცათ ნაკრების ღირსება დაიცვან."

- ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
მკითხველის კომენტარები / 4 /
გერმანელებსაც არ ეყოლებათ ნბა-ს სასტავი ასე რომ თავგანწირვით ყველას მოგება შეიძლება
0
მთავარია ბოისა იყოს ფორმაში
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული